Today - 11 Nov
Standard
Sales Manager
Tbilisi
Application information
Phone: +995 598 66 17 37

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Sales Sales Representation and Negotiation
  • Industry / Field: Retail Retail
  • Seniority level: Entry-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site

Employer requirement:

  • Work Experience: Experience is not important - both inexperienced and experienced candidates will be considered
  • Education level(s): Incomplete High School, High School, Bachelor, Master, Doctor, College, Other
  • Languages: Georgian

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

სადისტრიბუციო კომპანია "პრამიდა 2022" სწრაფად მზარდი კომპანია, რომელიც წარმოდგენილია მთელი საქართველოს მასშტაბით ის აწარმოებს ქართული ბრენდის საბავშვო სათამაშოებს, როგორებიც არის პირამიდა, კოშკი, ბუს კვერცხი , ქექე, შაპიტო, ლავ-ლავი.

კომპანია “ პირამიდა 2022 " აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე. ქ. თბილისი

ძირითადი მოვალეობები:
გაყიდვების მენეჯერის ძირითადი მოვალეობები

გაყიდვების დაგეგმვა
  • კომპანიის გაყიდვების წლიური, კვარტალური და თვიური გეგმის შემუშავება.
  • გაყიდვების გეგმის დაყოფა რეგიონების, ქსელების, ობიექტებისა და თანამშრომლების მიხედვით.
  • ყოველდღიური/კვირეული მიზნების განსაზღვრა.
  • გაყიდვების გეგმის შესრულების მუდმივი კონტროლი.

გაყიდვების გუნდის მართვა
  • სუპერვაიზერის მუშაობის მართვა და კონტროლი.
  • პრისეილერებისა და მერჩენდაიზერების შედეგების შეფასება.
  • გუნდის მიზნების და KPI-ების განსაზღვრა.
  • თანამშრომლების დატვირთვისა და ტერიტორიების სწორად განაწილება.
  • სუსტი შედეგების მქონე თანამშრომლების გამოვლენა და გაუმჯობესების გეგმის შედგენა.
  • ახალი თანამშრომლების სწავლებისა და ადაპტაციის კონტროლი.

გაყიდვების ზრდა
  • არსებული კლიენტებიდან გაყიდვების ზრდის შესაძლებლობების მოძიება.
  • ახალი ობიექტებისა და კლიენტების მოზიდვა.
  • არააქტიური ობიექტების დაბრუნებაზე მუშაობა.
  • ასორტიმენტის გაფართოება თითოეულ ობიექტში.
  • ახალი SKU-ების გაყიდვაში შეყვანის კონტროლი.
  • საშუალო შეკვეთის ზრდაზე მუშაობა.

სავაჭრო ქსელებთან და კლიენტებთან ურთიერთობა
  • ძირითადი ქსელების კომერციულ წარმომადგენლებთან კომუნიკაცია.
  • კომერციული პირობების მოლაპარაკება.
  • ფასდაკლებების, აქციებისა და სპეციალური პირობების მომზადება დირექტორთან შეთანხმებისთვის.
  • პრობლემური კლიენტების საკითხების გადაწყვეტა.
  • პარტნიორებთან ურთიერთობის ხარისხის კონტროლი.

რეგიონების მართვა
  • რეგიონების გაყიდვების შედეგების კონტროლი.
  • რეგიონების გეგმების შედგენა.
  • რეგიონებში ახალი ობიექტების მოძიების ორგანიზება.
  • რეგიონული გუნდის დატვირთვისა და მარშრუტების კონტროლი.
  • რეგიონების გაყიდვების პოტენციალის შეფასება.

ასორტიმენტის მართვა
  • თითოეული პროდუქტის გაყიდვების დინამიკის ანალიზი.
  • ნელა მოძრავი პროდუქტების გამოვლენა.
  • მაღალმოთხოვნადი პროდუქტების მარაგის კონტროლი გაყიდვების კუთხით.
  • ახალი პროდუქტის გაყიდვაში დანერგვის გეგმის მომზადება.
  • კონკრეტულ ობიექტში რომელი SKU უნდა იყოს წარმოდგენილი — ამაზე რეკომენდაციების მომზადება.

აქციებისა და ფასების მართვა
  • აქციების დაგეგმვა.
  • აქციის მიზნის განსაზღვრა.
  • აქციის შედეგების შეფასება.
  • აქციის დროს გაყიდვების ზრდის კონტროლი.
  • ფასდაკლების ეფექტიანობის შეფასება.
  • აქციის პირობების დარღვევის გამოვლენა.

გაყიდვების ანალიტიკის გამოყენება
გაყიდვების მენეჯერი უნდა მუშაობდეს ანალიტიკოსის ანგარიშებზე და პასუხობდეს მთავარ კითხვას:
„რა ხდება გაყიდვებში, რატომ ხდება და რა უნდა გავაკეთოთ ამის გამოსასწორებლად?“

ამიტომ უნდა აკონტროლებდეს:
  • გეგმა vs ფაქტი;
  • გაყიდვების ზრდა/კლება;
  • რეგიონების შედეგები;
  • პრისეილერების შედეგები;
  • ობიექტების შედეგები;
  • SKU-ების შედეგები;
  • საშუალო შეკვეთა;
  • აქტიური/არააქტიური ობიექტები;
  • ახალი ობიექტები;
  • აქციების შედეგები.

სუპერვაიზერის კონტროლი
სუპერვაიზერი უშუალოდ მართავს საველე გუნდს, ხოლო გაყიდვების მენეჯერი მართავს და აკონტროლებს სუპერვაიზერს.
ანუ:
დირექტორი → გაყიდვების მენეჯერი → სუპერვაიზერი → პრისეილერი/მერჩენდაიზერი
გაყიდვების მენეჯერმა არ უნდა გააკეთოს სუპერვაიზერის ყოველდღიური სამუშაო, მაგრამ უნდა აკონტროლოს, რომ ეს სამუშაო შესრულდეს.

ანგარიშგება დირექტორთან
გაყიდვების მენეჯერი დირექტორს წარუდგენს:
  • დღიურ მოკლე შედეგებს;
  • ყოველკვირეულ გაყიდვების ანგარიშს;
  • თვის გეგმა/ფაქტს;
  • პრობლემურ მიმართულებებს;
  • ზრდის შესაძლებლობებს;
  • ახალი კლიენტების შედეგებს;
  • გუნდის KPI-ებს;
  • მომდევნო პერიოდის სამოქმედო გეგმას.

მდებარეობა: ქ. თბილისი
დასვენება:შაბათი-კვირა
ანაზღაურება: მხარეთა შეთანხმებით


დაინტერესებულ კანდიდატებს გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით მისამართზე: 2022piramida@gmail.com ან დაგვიკავშირდით: .+995 598 66 17 37 გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - გაყიდვების მენჯერი / თბილისი სხვა შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებს თანხმობას კომპანიის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება)

Sales
Sales Representation and Negotiation
Views
Unique views