Today - 19 Oct
Start
Software Support Specialist
Tbilisi
Application information

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Banking Other Administration / Business Management Call center
  • Industry / Field: Finance Banking
  • Seniority level: Entry-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site
  • Additional benefits: Health insurance,Travel card

Employer requirement:

  • Experience is desired:
  • Specialization/Specialty(Desired):
    Banking Other
    Administration / Business Management Call center
  • Industry / Field(Desired):
    Finance Banking
  • Seniority level: Entry-Level
  • Education level(s): Bachelor
  • Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
სს "ბაზისბანკი" აცხადებს ვაკანსიას პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.
მოვალეობები:
  • პროგრამული უზრუნველყოფის სისტემების მართვა და ტექნიკური მხარდაჭერა;
  • SQL მონაცემთა ბაზებთან მუშაობა და SQL ცხრილების მართვა,მონაცემების დამუშავება, ანალიზი და ანგარიშგება;
  • პროგრამა Atlas-ის გამოყენება. B6 სისტემაში ოპერაციების ნახვა გადამოწმება და
  • LMS პლატფორმის ხარვეზის შემოწმება არსებობის შემთხვევაში;
  • ტექნიკური პრობლემების იდენტიფიცირება და სწრაფი გადაწყვეტა;
  • თანამშრომლის/მომხმარებლების მხარდაჭერა და კონსულტაცია პროგრამულ საკითხებში.

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში;
  • SQL მონაცემთა ბაზებთან მუშაობის ცოდნა მინიმუმ საწყის დონეზე;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
უნარები:
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2026 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge , სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია, განათლება, სამუშაო გამოცდილება, ფოტოსურათი - არსებობის შემთხვევაში, ასევე თქვენს მიერ რეზიუმეში მითითებული სხვა ინფორმაცია) დამუშავდება სს "ბაზისბანკის" მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და ბანკის შესაბამისი შიდა პოლიტიკების/პროცედურების შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ ასევე აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნითაც. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ შეინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა სუბიექტისთვის კანონით მინიჭებული სხვა უფლებების (წვდომა, გასწორება, წაშლა, დამუშავების შეზღუდვა) რეალიზება, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელ ფოსტაზე hr@basisbank.ge . სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატურის განხილვის მიზნით მონაცემთა შემდგომ დამუშავებაზე თქვენი უარის შემთხვევაში, მონაცემები წაიშლება არაუგვიანეს 1 (ერთი) წლის ვადაში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, შესაბამისი საჭიროების ფარგლებში, შესაძლებელია გაუზიარდეს ბანკის ჯგუფში შემავალ კომპანიებსაც, რომლებიც თავისმხრივ უზრუნველყოფენ, რომ მონაცემები დამუშავდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

Banking
Other
Administration / Business Management
Call center
Views
Unique views