Today - 17 Nov
Standard
Internship in the Internal Communication and Corporate Culture Department
Tbilisi, Saburtalo, Al. Kazbegi Ave.
Application information
Email: Careers@cement.ge
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Human resources
HR Communication - Industry / Field: Manufacturing
Glass, Ceramics & Concrete - Seniority level: Entry-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Internship
- Work Location: On site
- Additional benefits: Health insurance,Free meal,Paid maternity leave,Trainings and the opportunity for professional growth,Life insurance
Employer requirement:
- Experience is desired:
- Specialization/Specialty(Desired):Human resources
HR Communication - Industry / Field(Desired):Manufacturing
Glass, Ceramics & Concrete - Seniority level: Entry-Level
- Education level(s): Incomplete High School, High School, Bachelor, Master, Doctor, College, Other
- Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
ჰანიველ ცემენტი საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰანიველ ცემენტი კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა. ამჟამად ჰანიველ ცემენტი ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.
ჰანიველ ცემენტი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას შიდა კომუნიკაციისა და კორპორატიული კულტურის განყოფილებაში.
სამუშაო ლოკაცია: თბილისი, ყაზბეგის 21
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 ან 10:00-19:00 საათი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
დასაქმების ხანგრძლივობა: 3 თვე (გაგრძელების შესაძლებლობით)
ძირითადი მოვალეობები:
- განყოფილების მიერ დაგეგმილ აქტივობებში ჩართულობა და დეპარტამენტის პროექტების ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერა
- შიდა კორპორატიული ღონისძიებების, თანამშრომელთა შეხვედრებისა და კულტურული ინიციატივების დაგეგმვასა და ორგანიზებაში დახმარება
- ღონისძიებებისთვის საჭირო საორგანიზაციო ინფორმაციის შეგროვება და მონაწილეებისთვის მიწოდება
- ღონისძიებების შემდგომი უკუკავშირის შეგროვება და მიღებული გამოცდილების საფუძველზე გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოვლენაში მონაწილეობა
- განყოფილების მიმდინარე საქმიანოვისთვის საჭირო დოკუმენტაციისა და სამუშაო მასალების მოწესრიგება
- შიდა საკომუნიკაციო არხებისთვის მასალების მომზადებასა და ინფორმაციის გავრცელებაში დახმარება
- განყოფილების ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო მასალებისა და მომსახურებების შესყიდვის პროცესის კოორდინაციაში მონაწილეობის მიღება
- ჩატარებული კვლევების საფუძველზე სხვადასხვა აქტივობებისა და ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება კომპანიის მასშტაბით
- შიდა კომუნიკაციის სტრატეგიის შესაბამისად ინფორმაციის მიმოცვლის მხარდაჭერა
- კომპანიაში მიმდინარე სიახლეების, ცვლილებების, ინიციატივებისა და სტრატეგიული გეგმების შესახებ თანამშრომელთა ინფორმირება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნეს ადმინისტრირების ან PR-ის მიმართულებით (განიხილება მე-4 კურსის სტუდენტიც)
- MS Office-ის პროგრამების სრულყოფილი ცოდნა
- Canva-სა და TikTok-ის გამოყენების ცოდნა
- დეტალებზე ორიენტირებული
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- გუნდურად მუშაობის უნარი
ჰანიველ ცემენტში თანამშრომლებზე ზრუნვა რეალური ფასეულობაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გუნდის თითოეულმა წევრმა იგრძნოს სტაბილურობა, მხარდაჭერა და ჰქონდეს განვითარების მუდმივი შესაძლებლობა.ამ მიდგომის მნიშვნელოვანი ნაწილი არის ბენეფიტების სისტემა, რომელიც მოიცავს:
ჯანმრთელობისა და სიცოცხლის პრემიუმ დაზღვევას საუკეთესო პირობებით 3 თვის შემდეგ
კვების თანადაფინანსებას
დისტანციური მუშაობის შესაძლებლობას
კორპორატიულ სასაუბრო პაკეტსა და ულიმიტო ინტერნეტს
თუ თქვენ დაინტერესდით ამ შესაძლებლობით და გსურთ პროფესიულად განვითარდეთ, გთხოვთ, შეავსოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა და გამოგზავნოთ მისამართზე: Careers@cement.ge
გთხოვთ, ელ–ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - სტაჟიორი შიდა კომუნიკაციისა და კორპორატიული კულტურის განყოფილებაში წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!
თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც ჰანიველ ცემენტისთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, ჰანიველ ცემენტის მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს ჰანიველ ცემენტმა შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.
ჰანიველ ცემენტი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
Human resources
HR Communication
Views
Unique views
Other jobs at company
