19 Oct - 11 Nov
Standard
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Sales
B2B Sales Strategy and Management, Sales Management - Industry / Field: Corporate Services
Outsourcing/Offshoring - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: Hybrid
Employer requirement:
- Experience is mandatory: Experience from 2 years
- Specialization/Specialty(Desired):Sales
B2B Sales Strategy and Management, Sales Management - Industry / Field(Desired):Corporate Services
Outsourcing/Offshoring - Seniority level: Mid-Level
- Education level(s): High School
- Languages: English,Russian
- Driving licence: B1 Category
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
MBG Safety აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.
MBG შრომის უსაფრთხოება (MBG Safety)წარმოადგენს ემბიჯი ჯგუფის წევრ კომპანიას, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვას ყველა ეკონომიკურ სფეროში. ამჟამად ემბიჯი სეიფთი მთელი ქვეყნის მასშტაბით 500-ზე მეტ კომპანიასთან პარტნიორობს.
ვიზრდებით და ვეძებთ გაყიდვების მენეჯერებს ბათუმსა და კახეთში.
თუ შეგიძლია ბიზნესის საჭიროებების დანახვა, გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება და მოლაპარაკების კონკრეტულ შედეგად ქცევა - ეს ვაკანსია თქვენთვისაა.
ერთად შევქმნათ შრომის უსაფრთხოების ახალი კულტურა საქართველოში და გელით ჩვენს მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში.
მოვალეობები:
- სამუშაო პროცესის დაგეგმვა და ანალიზი;
- პოტენციური კორპორაციული კლიენტების მოძიება;
- კლიენტის საქმიანობის სპეციფიკისა და საჭიროების შესწავლა, შესაბამისი მომსახურების შეთავაზების მიზნით;
- კლიენტების მოზიდვა ცივი ზარების ან/და პიდაპირი შეხვედრების საშუალებით;
- გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან შეხვედრის დაგეგმვა და MBG Safety-ის მომსახურებების პრეზენტაცია;
- კლიენტის საჭიროებებზე მორგებული კომერციული შეთავაზების მომზადება კომანიის შესაბამის გუნდთან თანამშრომლობით;
- მოლაპარაკების წარმართვა, შეთავაზებებზე უკუკავშირის მიღება და თანამშრომლობის პირობების შეთანხმება;
- გაყიდვების სრული ციკლის მართვა - პირველადი კონტაქტიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე;
- პოტენციური კლიენტების შეხვედრებისა და მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ სისტემური აღრიცხვა და გაყიდვების შედეგების ანგარიშგება;
- რეგიონული ბაზრის კვლევების ჩატარება და მიღებული ინფორმაციის ანალიზი;
- არსებულ პორტფელში შეტავაზების განახლება;
- კომპანიის გაყიდვების ქსელის გაფართოვება;
მოთხოვნები:
- B2B ან კორპორაციული გაყიდვების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
- მოლაპარაკებისა და პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
- ინფორმაციის მოძიებისა და ბაზრის კვლევის უნარი;
- სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
- უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ მართვის მოწმობა; აქვთ ხელშესახები გამოცდილება ადგილობრივ ბიზნესგარემოსთან და საქმიანი კონტაქტები კორპორაციულ კლიენტებთან;
უნარ ჩვევები :
- პროცესების ორგანიზების და დროის მართვის კარგი უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ყურადღება;
- რთულ სიტუაციებში სწრაფი რეაგირების და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- გაყიდვების პროცესის დამოუკიდებლად მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობისა და თანამშრომლობის უნარი;
სამუშაო ადგილი: ბათუმი.
სამუშაო გრაფიკი: 11:00 სთ დან 19:00 სთმდე ან/ და ჰიბრიდული;
ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად;
რას გთავაზობთ ჩვენ?
- სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამსახურს MBG ჯგუფის წევრ კომპანიაში;
- მეგობრულ სამუშაო გარემოს, სადაც ფასდება ინიციატივა და პასუხისმგებლობა;
- სრულად აღჭურვილ სამუშაო გარემოს და საჭირო რესურსებს ეფექტური საქმიანობისთვის;
- კომპანიის მხრიდან მუდმივ მხარდაჭერასა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას;
- ჯანმრთელობის დაღვევა;
- კომპანიის ავტომობილით სარგებლობა;
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) 8 ნოემბრამდე ელ. ფოსტაზე: hrsafety@mb.ge. წერილის სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება და ფილიალი - "გაყიდვების მენეჯერი - ბათუმი“
მადლობა დაინტერესებისათვის, გისურვებთ წარმატებას !
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პეროსნალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
Sales
B2B Sales Strategy and Management,
Sales Management
Views
Unique views
