Today - 18 Nov
Standard
Accountant / Assistant to the Senior Accountant
Tbilisi, Vake, I. Chavchavadze Ave.
Application information
Email: buhgeo@pnholding.com
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Accounting / Finance
Accounting - Industry / Field: Transportation, Logistics & Supply Chain
Logistics & Supply Chain - Seniority level: Senior-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
Employer requirement:
- Experience is mandatory: Experience from 3 years
- Specialization/Specialty(Mandatory):Accounting / Finance
Accounting - Industry / Field(Mandatory):Transportation, Logistics & Supply Chain
Logistics & Supply Chain - Seniority level: Senior-Level
- Education level(s): Bachelor, Master, Doctor, College
- Languages: Georgian,Russian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
ფიენ ჯითენ აცხადებს ვაკანსიას: ბუღალტერი / უფროსი ბუღალტრის თანაშემწე
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ცოდნა და უნარები:
სამუშაო პირობები:
დამატებითი ინფორმაცია: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) რუსულ ენაზე ელექტრონულ მისამართზე: buhgeo@pnholding.com
გთხოვთ, ელფოსტის სათაურის (Subject) ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
- რეალიზაციის სექციის (მიმართულების) მართვა და რეალიზაციის ოპერაციების პროგრამულად ასახვაში ჩართულობა;
- ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვა და წარმოებაში ჩართულობა;
- პირველადი და სხვა საბუღალტრო დოკუმენტაციის გადამოწმება, სისწორის უზრუნველყოფა, საბუღალტრო პროგრამაში ასახვა და ფიზიკური დაარქივება;
- საკუთარი სექციის ფარგლებში თითოეულ საბუღალტრო გატარებაზე საჭირო დოკუმენტების სრული პაკეტის შეგროვება და ფორმირება;
- მიღებული ზედნადებებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების კონტროლი, შესყიდვებისა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (სმფ) მიღების/ჩამოწერის აღრიცხვა;
- საწყობის ნაშთების კონტროლი, საქონლის გადათვლა, გეგმური და სპეციალური ინვენტარიზაციების ჩატარება;
- დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი, შედარების აქტების გაფორმება და ხელმოწერა;
- საანგარიშგებო პერიოდის მიხედვით კლიენტებსა და კონტრაქტორებზე პირველადი დოკუმენტაციის ბუღალტერიაში ჩაბარების ვადებისა და რეგლამენტის დაცვა;
- საგადასახადო დეკლარაციების მომზადებაში ჩართულობა;
- ხელმძღვანელობისა და უფროსი ბუღალტრის მიერ დაკისრებული სხვა ოპერატიული დავალებების შესრულება.
აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ცოდნა და უნარები:
- უმაღლესი ან საშუალო სპეციალური განათლება ეკონომიკის, ფინანსებისა თუ საბუღალტრო აღრიცხვის სფეროში;
- საბუღალტრო აღრიცხვის პრინციპებისა და საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
- სასწყობო აღრიცხვის ნორმებისა და წესების ცოდნა;
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების (MS Office: Excel, Word, MS Outlook, Skype) მაღალ დონეზე ფლობა;
- საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება: 1C: Предприятие 8.3 (პროგრამა BDO Balans-ის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად);
- ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურებისა და საგადასახადო პორტალის (RS.ge) გამოყენების უნარი;
- დიდი მოცულობის ინფორმაციასთან და ციფრებთან მუშაობისას მაღალი ყურადღებიანობა, სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, სისტემურობა, თანმიმდევრულობა, მრავალამოცანიან (multitasking) რეჟიმში და გუნდურად მუშაობის უნარი;
- რუსული ენის ცოდნა — C1 (Advanced) დონეზე.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი, №37მ;
- სამუშაო გრაფიკი: 5/2;
- შრომითი ხელშეკრულების ოფიციალური გაფორმება;
- მუშაობა საერთაშორისო ჰოლდინგში, თანამედროვე საოფისე გარემოში.
დამატებითი ინფორმაცია: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) რუსულ ენაზე ელექტრონულ მისამართზე: buhgeo@pnholding.com
გთხოვთ, ელფოსტის სათაურის (Subject) ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
Accounting / Finance
Accounting
Views
Unique views
