Full announcement text

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

ოპტიკური კომპანია ‘’ოპტიმისტი’’ ქართულ ბაზარზე 2013 წლიდან არსებობს. 13 წლიანი ისტორიის მანძილზე კომპანიამ ღირსეული როლი შეასრულა ოპტიკის ინდუსტრიის განვითარებაში საქართველოში.
კომპანიის პრიორიტეტი არის ხელმისაწვდომი ფასი და მაღალი ხარისხი.

ოპტიმისტი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: ბათუმი.
სამუშაო გრაფიკი: 6 სამუშაო დღე, კვირაში 40 საათი.
ანაზღაურება: სტაჟიორის საწყისი ანაზღაურება დარიცხული 1000₾. (სტაჟირების ხანგრძლივობა 1 თვე).
კონსულტანტის ფიქსირებული ანაზღაურება დარიცხული 1250₾ და დამატებით ბონუსი (150-300₾).

იმ შემთხვევაში, თუ შედგება ჩვენი თანამშრომლობა, თქვენ დაეუფლებით ოპტიკოსის პროფესიას. ახალი პროფესია კი მოგცემთ შესაძლებლობას, რომ ჩამოყალიბდეთ ოპტიკური პროდუქციის გაყიდვების საუკეთესო სპეციალისტად.

ძირითადი მოვალეობები:
  • მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, სწორი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება;
  • პროდუქციის მოწესრიგება და განთავსება;
  • მაღაზიაში განლაგებული პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;
  • მომხმარებლისგან თანხის მიღება, სალაროსთან მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია უმაღლესი განათლება;
  • სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია სალაროსთან/ფულთან მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები:
  • მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მიზანსწრაფულობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;

ჩვენ გთავაზობთ:
  • ოპტიკოსის პროფესიის შესწავლას;
  • პროფესიულ ტრეინინგებს;
  • კარიერული ზრდის რეალურ პერსპექტივას;
  • თანამშრომლის ფასდაკლებას კომპანიის პროდუქციაზე;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და კეთილგანწყობილ გუნდს;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.მისამართზე: hr@optimist.ge და "Subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება და ლოკაცია.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!

Information about vacant position:

Specialization/Specialty:
Sales Sales Consulting and Advisory
Industry / Field:
Retail RetailConsumer Products and Services Apparel, Accessories & Fashion
Seniority level:
Entry-Level
Schedule:
Full-time
Employment form:
Fixed-term contract
Work Location:
On site
Salary:
Fixed 1000 - 1250 (+ Bonus 150 - 300 )

Employer requirement:

Experience is desired:
Specialization/Specialty(Desired):
Sales Sales Consulting and Advisory
Industry / Field(Desired):
Retail RetailConsumer Products and Services Apparel, Accessories & Fashion
Education level(s):
Incomplete High School, Bachelor, High School, Master, Doctor, College, Other
Languages:
English,Russian
Views
Unique views