Today - 01 Dec
Vip
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Administration / Business Management
Operational management - Industry / Field: Recreation & Travel
Leisure, Travel & Tourism - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
Employer requirement:
- Experience is mandatory: Experience from 2 years
- Education level(s): Bachelor, Master, Doctor, High School
- Languages: English
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
ტურისტული კომპანია Meet in Georgia აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის (Operations Manager) პოზიციაზე.
Meet in Georgia არის შემომყვანი ტურისტული კომპანია, რომელიც 2014 წლიდან ემსახურება უცხოელ მოგზაურებს საქართველოში, ძირითადად ევროპის ქვეყნებიდან.
თუ გაინტერესებთ ტურიზმის სფერო, გიყვართ მოგზაურობა, ფლობთ უცხო ენებს და გსურთ პროფესიული განვითარება საერთაშორისო ტურიზმის მიმართულებით, გეპატიჟებით ჩვენს გუნდში!
ძირითადი მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება, სასურველია ტურიზმის, ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ლოჯისტიკის, ან უცხო ენების მიმართულებით;
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაცია);
- გერმანული და/ან ინგლისური ენის ცოდნა (წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი, მინიმუმ B2 დონე). ორივე ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- ტურიზმის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა და საქმიანი მიმოწერის წარმოების უნარი;
- ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
- პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირებისა და ეფექტურად გადაჭრის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა, დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებისა და სტრესულ სიტუაციებში სიმშვიდის შენარჩუნების უნარი;
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის, პასუხისმგებლობის აღებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოგზაურობის გამოცდილება. საზღვარგარეთ მოგზაურობის ან ცხოვრების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ძირითადი მოვალეობები
- გაყიდული ტურისტული პროგრამების საოპერაციო მომზადება და მათი შეუფერხებელი განხორციელების უზრუნველყოფა;
- ტურისტული ობიექტებისა და მომსახურების მიმწოდებლების (სასტუმროები, რესტორნები, მარნები, მუზეუმები, სატრანსპორტო კომპანიები და სხვა) დაჯავშნა, ჯავშნების დადასტურება და მათი შესრულების კონტროლი;
- გიდების, მძღოლებისა და ტურის განხორციელებაში ჩართული სხვა პირების კოორდინაცია;
- დამკვეთისთვის, გიდისთვის, მძღოლისა და ტურის სხვა მონაწილეებისთვის საჭირო ინფორმაციის სრულყოფილად და ზუსტად მომზადება და დროული მიწოდება;
- კომპანიის თანამშრომლებთან ინფორმაციის ეფექტური გაცვლა და საოპერაციო პროცესების კოორდინაცია;
- ტურის მიმდინარეობისას წარმოქმნილ გაუთვალისწინებელ სიტუაციებსა და პრობლემებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება;
- სტუმართა უკუკავშირის მიღება და მომსახურების ხარისხის კონტროლში მონაწილეობა;
- პროფესიული განვითარების მიზნით ტრენინგებსა და სასწავლო აქტივობებში მონაწილეობა.
სამუშაო პირობები
სამუშაო დღეები მაღალ სეზონზე, აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით: კვირაში 5 დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, სამუშაო საათები: 09:30–18:00; შესვენება 13:00-14:00.
სამუშაო დღეები დაბალ სეზონზე, ნოემბრიდან მარტის ჩათვლით: კვირაში 4 დღე, ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით; სამუშაო საათები: 10:00–17:00; შესვენება 13:00-14:00.
ჩვენ გთავაზობთ
- სასიამოვნო და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს თბილისის ცენტრში, ისტორიულ შენობაში მდებარე ოფისში (გიორგი ათონელის ქ. №23);
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაცნობით და სამუშაო ვიზიტებს ტურისტული ობიექტებისა და ადგილობრივი პარტნიორების უკეთ გაცნობის მიზნით;
- პროფესიული განვითარებისა და დარგობრივ ტრენინგებში მონაწილეობის შესაძლებლობას;
- ანაზღაურებად ყოველწლიურ შვებულებას – 24 სამუშაო დღეს;
ყოველთვიურ ანაზღაურებას (ხელზე ასაღები):
2,000–2,200 ლარი – გერმანული და ინგლისური ენების ცოდნის შემთხვევაში;
1,500–1,700 ლარი – ერთ-ერთი უცხო ენის (გერმანული ან ინგლისური) ცოდნის შემთხვევაში.
ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის პროფესიული გამოცდილების, ენობრივი კომპეტენციისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
გამოსაცდელი პერიოდი: პირველი 3 თვის განმავლობაში ანაზღაურება იქნება შეთანხმებულ ყოველთვიურ ხელფასზე 200 ლარით ნაკლები.
დამატებითი ბონუსი, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს:
კლიენტებისა და პარტნიორების კმაყოფილებას;
მომსახურების ხარისხსა და სამუშაოს ეფექტიანად შესრულებას.
გთხოვთ, გაეცნოთ ვაკანსიის მოთხოვნებს და გამოგვიგზავნოთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი ელფოსტაზე: info@meetingeorgia.ge, არაუგვიანეს 2026 წლის 30 ნოემბრისა.
წერილის სათაურში მიუთითეთ: „ვაკანსია – საოპერაციო მენეჯერის პოზიცია“.
Administration / Business Management
Operational management
Views
Unique views
