Today - 01 Dec
Standard
Laboratory Technician
Tbilisi
Black Sea Electrical Testing Laboratory
Application information

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Science / Education laboratory
  • Industry / Field: Transportation, Logistics & Supply Chain Maritime
  • Seniority level: Mid-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site

Employer requirement:

  • Experience is mandatory:
  • Specialization/Specialty(Mandatory):
    Science / Education laboratory
  • Industry / Field(Mandatory):
    Transportation, Logistics & Supply Chain Maritime
  • Seniority level: Mid-Level
  • Education level(s): Bachelor, Master, Doctor
  • Languages: English
This announcement is available only in Georgian language, please see the text below (You can also switch the site language from header language switcher)

შავი ზღვის ელექტრო ტესტირების ლაბორატორია სპეციალიზებულია დაბალი ძაბვის ელექტრული კაბელების გამოცდასა და ხარისხის შემოწმებაში. ლაბორატორია აკრედიტებულია საერთაშორისო ISO/IEC 17025 სტანდარტის შესაბამისად, რაც უზრუნველყოფს გამოცდების ტექნიკურ კომპეტენტურობას, სიზუსტესა და შედეგების საიმედოობას. თანამედროვე საგამოცდო აღჭურვილობის გამოყენებით, ლაბორატორია ახორციელებს ელექტრული კაბელების სრულფასოვან შემოწმებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

შავი ზღვის ელექტრო ტესტირების ლაბორატორია აცხადებს ვაკანსიას ლაბორანტის პოზიციაზე.

რას გთავაზობთ?
  • ტრანსპორტირებას ზედა სამგორის მეტროდან;
  • კვებას;
  • კორპორატიულ დაზღვევას 3 თვის შემდეგ;
  • თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ სამუშაო პროცესებს;
  • განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;

ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ალექსეევკის დასახლება (აეროპორტის მიმდებარედ);
  • სამუშაო საათები: 09:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი).

ძირითადი მოვალეობები:
  • ნაწარმოები პროდუქციის (დაბალი ძაბვის ელექტრო კაბელების) ლაბორატორიული პროცედურების მიხედვით შემოწმება;
  • ლაბორატორიული აღჭურვილობის მოვლა და სწორი ექსპლუატაციის უზრუნველყოფა;
  • ლაბორატორიაში არსებული დოკუმენტაციის ზედმიწევნით გამართულად წარმოება;
  • საჭიროების შემთხვევაში, ლაბორატორიის ხელმძღვანელის მიერ შემუშავებული მაკორექტირებელი ღონისძიებების განხორციელება;
  • ლაბორატორიული საქმიანობის წარმართვა უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად;
  • ტესტირების შედეგების აღრიცხვა, ლაბორატორიული დასკვნების მიხედვით ანგარიშის მომზადება და ხელმძღვანელთან წარდგენა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ პოზიციისა და კომპეტენციიდან გამომდინარე სხვა, დავალებების დროული შესრულება.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
  • სხარტი და მოქნილი აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • დროის სწორად მართვის უნარი;
  • როგორც გუნდურად, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება/დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ქიმია-ლაბორატორიულ სფეროში
  • MS office პროგრამების ფლობა;
  • ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა
  • მსგავსს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ან/და სტაჟირება.

იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: ელ-ფოსტის მისამართზე: hr@nrg.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება

შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 6 თვის ვადით.

შპს “შავი ზღვის ელექტრო ტესტირების ლაბორატორია” გისურვებთ წარმატებას!
Science / Education
laboratory
Views
Unique views