Full announcement text

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

ბს/2 ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას ATM და POS საბანკო მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსის პოზიციაზე წნორში, სიღნაღში, დედოფლისწყაროში, გურჯაანში.

ბს/2 ჯორჯია წარმოადგენს ლიეტუვური ჰოლდინგის, „Penki Kontinentai“, ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანია ქმნის და ნერგავს ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს საბანკო, საფინანსო და საცალო ვაჭრობის სექტორისთვის.

ბს/2 ჯორჯია წარმოდგენილია 7 რეგიონული ცენტრით საქართველოში და თანამშრომლობს ქვეყნის წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებთან.
ბს/2-ის პროგრამული უზრუნველყოფა გამოიყენება მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში და უკვე 30 წელზე მეტია ეხმარება კომპანიებს ბიზნეს-პროცესების ოპტიმიზაციაში, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და ახალი სერვისების დანერგვაში.


გრაფიკი: სრული განაკვეთი (I-V; 09:00-18:00), 1 საათი შესვენება
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1250-2000 ლარი

ძირითადი მოვალეობები:
  • ATM/PayBox მოწყობილობების პროგრამული უზრუნველყოფის განახლება, კონფიგურაცია;
  • ტექნიკური პრობლემების დიაგნოსტიკა და დაზიანებული ნაწილების შეკეთება, ან საჭიროების შემთხვევაში მათი ჩანაცვლება;
  • მოწყობილობების სისტემურ ქსელებთან დაკავშირება ან/და გამართვა;
  • მოწყობილობების პერიოდული პროფილაქტიკური შემოწმება;
  • ATM/PayBox სისტემების უსაფრთხოების პროტოკოლების და ინსტრუქციების დაცვა;
  • EFTPOS საგადასახადო მოწყობილობების დაყენება და კონფიგურაცია.

მოთხოვნები:
  • დაბალი წვის ავტომობილი და B კატეგორიის მართვის მოწმობა.
  • ოპერაციული სისტემისა და საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ქსელების საფუძვლების ცოდნა (TCP/IP, LAN);
  • კომპიუტერის არქიტექტურის ცოდნა;
  • სასურველია განათლება ტექნიკური, ან IT მიმართულებით.

ჩვენ გთავაზობთ:
  • კარირეული განვითარებისა და კვალიფიკაციის მუდმივად ამაღლების შესაძლებლობას;
  • შესრულებული სამუშაოზე მიბმულ საბონუსე სისტემას;
  • ლოიალობის პროგრამებს;
  • საჭიროების შემთხვევაში, ზეგანაკვეთური სამუშაოს გაზრდილი ტარიფით ანაზღაურებას;
  • პარკირების ხარჯების ანაზღაურებას;
  • ავტომობილის დაზღვევის 100%-იან დაფინანსებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის 100%-იან დაფინანსებას;
  • Fitpass-ის 50%-იან თანადაფინანსებას;
  • სამსახურებრივი მიზნებისთვის მობილურ ტელეფონს, ულიმიტო საკომუნიკაციო და ინტერნეტ პაკეტს.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/EUiI9jAb

გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

Information about vacant position:

Specialization/Specialty:
Repair / installation Appliance Installation And RepairInformation technologies IT Support
Industry / Field:
Consumer Products and Services Consumer Services
Seniority level:
Mid-Level
Schedule:
Full-time
Employment form:
Fixed-term contract
Work Location:
On site
Salary:
Fixed 1250 - 2000
Additional benefits:
Health insurance,Fitness and wellness programs

Employer requirement:

Work Experience:
Experience is not important - both inexperienced and experienced candidates will be considered
Education level(s):
Master, Doctor, Bachelor
Languages:
Georgian
Driving licence:
B Category
Own Transport:
Yes (Car)
Views
Unique views