Today - 03 Dec
Standard
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Construction
Architectural design, Architecture - Industry / Field: Construction
Construction - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
- Salary: Fixed 3000
Employer requirement:
- Experience is mandatory: Experience from 1 year
- Specialization/Specialty(Mandatory):Construction
Architectural design, Architecture - Industry / Field(Mandatory):Construction
Construction - Seniority level: Mid-Level
- Education level(s): Bachelor, Master, Doctor, College, Other
- Languages: Georgian,English
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „იელთი ჯგუფი“ ეძებს გუნდის წევრს ,,არქიტექტორ-დიზაინერის“ პოზიციაზე.
იელთი ჯგუფი“ 2017 წლიდან შემოვიდა ქართულ სამშენებლო- დეველოპერულ ასპარეზზე.
დაარსებიდან დღემდე, კომპანიამ შეძლო და მოიპოვა სანდო პარტნიორის რეპუტაცია და განვითარების სწორი სტრატეგიით უზრუნველყო ის სწრაფი ზრდა, რომელიც სახეზეა. “იელთი ჯგუფის“ ხედვა ითვალისწინებს, ცხოვრების თანამედროვე სტანდარტების შექმნას
ჩვენი მომხმარებლებისთვის, რაც თავის თავში გულისხმობს მომხმარებლის საჭიროებების ინტეგრირებას ინოვაციურ გადაწყვეტილებებთან, სწორედ მომხმარებლისა და ბაზრის ტენდენციების უწყვეტმა კვლევამ მიგვიყვანა ჩვენი განვითარების ინოვაციურ მოდელამდე, რომელსაც ვუწოდებთ „კვარტლის კონცეფციას“. კომპანიის მიერ უკვე აშენებული და რეალიზებულია 300 000 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართი, „ელთ კვარტალის“ სახით, ბათუმის ახალი ბულვარის მიმდებარედ.
სამუშაო გრაფიკი: სრული (40სთ კვირაში)
ლოკაცია: ბათუმი
ანაზღაურება: 3000 ლარი
ჩვენი შემოთავაზებაა:
- კონკურენტული ანაზღაურება და წახალისების სისტემა;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- რეალურ, მასშტაბურ საცხოვრებელ პროექტებზე მუშაობა;
- კარიერული განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობა;
- კომფორტული სამუშაო გარემო;
- მენეჯმენტისა და გუნდის მუდმივი მხარდაჭერა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- პროექტის წაკითხვა, ანალიზი და ობიექტის აზომვა;
- ინტერიერის დიზაინის კონცეფციის შექმნა დამკვეთის მოთხოვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით;
- გეგმარებითი გადაწყვეტების, 3D ვიზუალიზაციებისა და რენდერების მომზადება;
- დიზაინის შემუშავება წინასწარ განსაზღვრული მასალებით ან ესკიზის სახით;
- შექმნილი დიზაინის კონკრეტულ ბინებზე მორგება და დადგენილ ვადებში შესრულება;
- სამუშაო (მუშა) ნახაზების მომზადება;
- მოსაპირკეთებელი მასალების, ავეჯისა და აქსესუარების რაოდენობის დათვლა ხარჯთაღრიცხვის შესადგენად;
- სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის მონიტორინგი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
- კომუნიკაცია პროექტის მენეჯერთან, ინჟინრებთან და მშენებლებთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება არქიტექტურის ან ინტერიერის დიზაინის მიმართულებით;
- მინიმუმ 1 წლის სამუშაო გამოცდილება არქიტექტურის ან ინტერიერის დიზაინის სფეროში;
- 3ds Max, ArchiCAD და Adobe Photoshop-ის კარგად ცოდნა;
- MS Office-ის (განსაკუთრებით Excel-ის) ცოდნა;
- პორტფოლიოს არსებობა.
უპირატესობა იქნება:
- რენდერის პროგრამების (Corona Renderer, V-Ray) ცოდნა;
- AutoCAD-ის ცოდნა;
- საცხოვრებელი კომპლექსების ინტერიერის პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
- უცხო ენის (სასურველია ინგლისურის) ცოდნა B2 დონეზე.
პიროვნული თვისებები:
- კრეატიულობა და ესთეტიკური ხედვა;
- სიახლეებისა და დიზაინის ტენდენციებისადმი მუდმივი ინტერესი;
- პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდში მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დროის მართვისა და სამუშაოს პრიორიტეტების მიხედვით დაგეგმვის უნარი;
- მჭიდრო ვადებსა და სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/r8VnzzY
Apply (On another website)
Construction
Architectural design,
Architecture
Views
Unique views
Other jobs at company
