Today - 04 Dec
Standard
Quality Management Specialist
Tbilisi, Saburtalo, K. Kutateladze st.
Application information
Email: hr@sabauni.edu.ge
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Administration / Business Management
Quality control - Industry / Field: Education
Higher Education - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
Employer requirement:
- Experience is mandatory: Experience from 1 year
- Specialization/Specialty(Mandatory):Administration / Business Management
Quality control - Industry / Field(Mandatory):Education
Higher Education - Seniority level: Mid-Level
- Education level(s): Bachelor, Master, Doctor
- Languages: English,Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
„სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი“ აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მართვის სპეციალისტის თანამდებობაზე.
შემოუერთდი საბაუნის გუნდს!
უკვე 25 წელია, ვქმნით გარემოს, სადაც მთავარი ღირებულება ადამიანი, თავისუფალი აზროვნება და მუდმივი განვითარებაა. საერთაშორისო პარტნიორობითა და აქტიური აკადემიური საქმიანობით, ჩვენ ყოველდღიურად ვაფართოებთ შესაძლებლობების საზღვრებს.
ჩვენი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და თავისუფლად მოაზროვნე ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ განათლება და პროგრესი საზოგადოებას ცვლის.
უკვე 25 წელია, ვქმნით გარემოს, სადაც მთავარი ღირებულება ადამიანი, თავისუფალი აზროვნება და მუდმივი განვითარებაა. საერთაშორისო პარტნიორობითა და აქტიური აკადემიური საქმიანობით, ჩვენ ყოველდღიურად ვაფართოებთ შესაძლებლობების საზღვრებს.
ჩვენი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და თავისუფლად მოაზროვნე ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ განათლება და პროგრესი საზოგადოებას ცვლის.
გახდი საბაუნის ხარისხის მართვის სპეციალისტი!
სამუშაო ადგილი: თბილისი, კალისტრატე ქუთათელაძის #3
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 40 სთ.
ორშაბათი- პარასკევი 10:00-19:00 სთ ან 9:00-18:00 საათი.
ფუქნცია-მოვალეობები:
- უნივერსიტეტის ხარისხის შიდა უზრუნველყოფის პროცესების მართვა და ეფექტიანი განხორციელება;
- შიდა ხარისხის მექანიზმების მიხედვით დასკვნების მომზადება;
- უნივერსიტეტის ავტორიზაციასა და აკრედიტაციასთან დაკავშირებული პროცედურების უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში;
- საგანმანათლებლო პროგრამების პერიოდული შეფასება და მონიტორინგი;
- აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით პროგრამებისა და სილაბუსების მონიტორინგი;
- უნივერსიტეტში მიმდინარე აკადემიური კვლევის მონიტორინგი, აკადემიური პერსონალისა და სტრუქტურული ერთეულების კვლევითი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და შეფასება;
- სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშების მომზადება და წარდგენა აკადემიური საბჭოსთვის;
- აკადემიური საბჭოს მდივნის ფუნქციის შესრულება და შესაბამისი ოქმების წარმოება;
- ხარისხის მართვის სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში შემოსულ წერილებზე პასუხის გაცემა;
- ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდების ანკეტა-კითხვარის მომზადება;
- უნივერსიტეტის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის მონტორინგი და შესაბამისი ანგარიშის მომზადება.
ვაკანსიის მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, განათლების ადმინისტრირების, სამართლის, სოციალური მეცნიერებების ან მომიჯნავე სფეროში;
- აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სფეროში;
- ინგლისური ენის ცოდნა (B2);
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);
- გუნდურობა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- პრობლემების სწრაფი ანალიზისა და გადაჭრის უნარი;
- დროის მართვისა და პრიორიტეტების სწორად დასახვის უნარი.
საბაუნიში დაგხვდება:
- სწავლის 50%-იანი დაფინანსება საბაუნიში;
- პროფესიონალთა გუნდი და მხარდამჭერი გარემო;
- საერთაშორისო პროექტებსა და გაცვლით პროგრამებში ჩართულობის შესაძლებლობა;
დაინტერესდი?
გამოგვიგზავნე შენი CV მისამართზე: hr@sabauni.edu.ge (სათაურში მიუთითე: ხარისხის მართვის სპეციალისტი).
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 5 დეკემბერი, 2026.
გისურვებთ წარმატებებს!
აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია 1 წლის ვადით, თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
Administration / Business Management
Quality control
Views
Unique views
