Today - 04 Dec
Vip
Maritime Transportation Coordinator
Tbilisi
Application information
Email: hr@carsindigo.com
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Logistics / Transport
Ocean Freight Transportation, Import/Export Management, Cross-border Transportation - Industry / Field: Transportation, Logistics & Supply Chain
Logistics & Supply Chain - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
Employer requirement:
- Experience is mandatory:
- Specialization/Specialty(Desired):Logistics / Transport
Ocean Freight Transportation, Import/Export Management, Cross-border Transportation - Industry / Field(Desired):Transportation, Logistics & Supply Chain
Logistics & Supply Chain - Seniority level: Mid-Level
- Education level(s): Incomplete High School, High School, Bachelor, Master, Doctor, College, Other
- Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
Indigo Cars საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანიაა, რომელიც 10-წლიანი გამოცდილებით უზრუნველყოფს ავტომობილების აშშ-ში შეძენასა და ტრანსპორტირებას საქართველოში, ევროპასა და აზიაში.
Indigo Cars წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდების ოფიციალურ პარტნიორს და მომხმარებელს სთავაზობს სანდო, სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას. ჩვენი გუნდი აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ავტომობილის შერჩევის, შეძენისა და მიწოდების სრულ პროცესს მართავენ.
კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს აშშ-ში, ნიუ ჯერსიში, ხოლო რეგიონალური ოფისები ფუნქციონირებს თბილისში, გორში, მარნეულში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში.
Indigo Cars მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული ვნერგავთ მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებულ ინოვაციურ მომსახურების სერვისებს და ვქმნით ახალ სამუშაო ადგილებს.
ავტოიმპორტიორი კომპანია "IndigoCars" აცხადებს ვაკანსიას საზღვაო გადაზიდვების კოორდინატორის პოზიციაზე.
ვეძებთ ორგანიზებულ და პასუხისმგებლობიან თანამშრომელს, რომელიც მართავს კონტეინერებით საზღვაო გადაზიდვების პროცესს — დაჯავშნიდან დანიშნულების პორტში ჩასვლამდე.
ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით
განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 17:00-02:00 საათამდე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- საზღვაო ხაზებთან, აგენტებსა და პარტნიორ გადამზიდავებთან ყოველდღიური კომუნიკაცია;
- ტარიფების მოძიება, შეთავაზებების შედარება და გადაზიდვის პირობების შეთანხმება;
- კონტეინერების დაჯავშნა, ჯავშნების დადასტურება და საჭირო ცვლილებების მართვა;
- საწყობებთან და დატვირთვის გუნდებთან კონტეინერების მიწოდებისა და დატვირთვის გრაფიკის კოორდინაცია;
- დოკუმენტაციისა და კონტეინერის პორტში ჩაბარების ვადების კონტროლი;
- გადაზიდვის ინსტრუქციების (Shipping Instructions) მომზადება და წარდგენა, კონოსამენტის (Bill of Lading) პროექტის შემოწმება და შესწორებების კოორდინაცია;
- კონტეინერის დადასტურებული წონის მონაცემების (VGM) დროული წარდგენის კოორდინაცია;
- კონტეინერების მოძრაობის, გემების განრიგისა და გამგზავრებისა და ჩასვლის სავარაუდო თარიღების მონიტორინგი;
- შეფერხებების, ჯავშნის გაუქმების ან სხვა ცვლილებების შემთხვევაში ალტერნატიული გამოსავლის მოძიება და შესაბამისი გუნდების ინფორმირება;
- თავისუფალი დღეებისა და შესაძლო დამატებითი ხარჯების კონტროლი, მათ შორის კონტეინერის დაყოვნებისა და დაგვიანებით დაბრუნების საფასურის;
- საზღვაო ხაზების ინვოისების შეთანხმებულ ტარიფებთან შედარება და ფინანსურ გუნდთან კოორდინაცია;
- გადაზიდვების შესახებ ინფორმაციის სისტემაში განახლება და მიმდინარე სტატუსების ანგარიშგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საზღვაო გადაზიდვების, ლოგისტიკის ან ექსპედირების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა სამუშაო კომუნიკაციისა და მიმოწერის დონეზე;
- კონტეინერული გადაზიდვების პროცესისა და ძირითადი დოკუმენტაციის ცოდნა;
- Excel-სა და საოფისე პროგრამებში მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა და ვადების მართვის უნარი;
- მოლაპარაკების, პრობლემების გადაჭრისა და გუნდური მუშაობის უნარი.
უპირატესობად ჩაითვლება:
- აშშ-დან ავტომობილების კონტეინერებით გადაზიდვის გამოცდილება;
- საზღვაო ხაზების ონლაინ პლატფორმებზე მუშაობის გამოცდილება;
- სახიფათო ტვირთებისა და ელექტრომობილების გადაზიდვის დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება.
ბენეფიტები:
- ჯამრთელობის დაზღვევა;
- ფიტპასი;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ
მისამართზე: hr@carsindigo.com .Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი რეზიუმე.
მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში „მონაცემები“), რომლებიც ცნობილი გახდა აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში. მონაცემთა დამუშავების მიზანს წარმოადგენს მოცემულ ან/და სხვა ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატის განხილვა.
მონაცემების დამუშავება ხორციელდება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. გაითვალისწინეთ, რომ კომპანიაში CV-ის გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებზე. თანხმობის გაუქმება შესაძლებელია ამავე ელ. ფოსტაზე მომართვით. ასეთ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა აღარ განიხილება მოცემულ ან/და სხვა პოზიციაზე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში იგულისხმება მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, შენახვა და სხვა.
Logistics / Transport
Ocean Freight Transportation,
Import/Export Management,
Cross-border Transportation
Views
Unique views
