Full announcement text

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
თიბისი დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - მცირე და საშუალო სეგმენტის გაყიდვების მენეჯერი

თუ მზად ხარ სიახლეებისა და ვარსკვლავებთან თამაშისთვის, ამასთანავე, გსურს გახდე ყველაზე ციფრული სადაზღვევო კომპანიის წევრი, ვფიქრობთ, მცირე და საშუალო სეგმენტის გაყიდვების მენეჯერის ვაკანსია დაგაინტერესებს.

თუ გინდა, გაიგო მეტი ჩვენს გუნდზე, სამუშაო გარემოსა და იმ ბენეფიტებზე, რომლებსაც თანამშრომლებს ვთავაზობთ, ეწვიე ბმულს: https://www.tbci.ge/careers
სამუშაო ადგილი: თბილისი; ალ. ყაზბეგის გამზ. #24ბ

განაკვეთი: ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00-19:00 სთ;
პარასკევი, 10:00-17:00 სთ;

შრომის ანაზღაურება: ხელფასი + ბონუსი

შენი, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტის გაყიდვების მენეჯერის მთავარი ფუნქციები იქნება:
  • პოტენციური მცირე და საშუალო ბიზნესისთვის არასამედიცინო სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება;
  • მომხმარებლის საჭიროების მიხედვით სადაზღვევო პროდუქტების დამუშავება და მათთან მოლაპარაკება;
  • მცირე და საშუალო ბიზნესის პორტფელების მართვა;
  • მომხმარებლების იდენტიფიკაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის მოძიება - AML პროცესის დასრულება;
  • სხვადასხვა განყოფილებასთან მჭიდრო თანამშრომლობა.

გამოგვეხმაურე, თუ:
  • გაქვს უმაღლესი განათლება ან ხარ დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • გაქვს გაყიდვებში მუშაობის მცირედი გამოცდილება;
  • გაქვს მომხმარებელთან მოლაპარაკების წარმოების გამოცდილება;
  • იცი საოფისე პროგრამები;
  • იცი ინგლისური ენა (B2).

ვეძებთ ჩვენიანს:
  • პასუხისმგებლიანს;
  • დეტალებზე ორიენტირებულს;
  • ორგანიზებულს;
  • განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულს;
  • საქმეზე კონცენტრირებულს;

დაგახვედრებთ:
  • საინტერესო საქმეს;
  • მრავალფეროვნებას;
  • სუპერ გუნდს და სუპერ გარემოს;

სს „თიბისი დაზღვევა“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/mHKqZE7d

Information about vacant position:

Specialization/Specialty:
Sales Sales Management
Industry / Field:
Finance Insurance
Seniority level:
Mid-Level
Schedule:
Full-time
Employment form:
Fixed-term contract
Work Location:
On site

Employer requirement:

Experience is mandatory:
Specialization/Specialty(Mandatory):
Sales Sales Management
Industry / Field(Mandatory):
Finance Insurance
Seniority level:
Mid-Level
Education level(s):
Bachelor, Master, Doctor
Suitable for students:
Yes
Languages:
English
Views
Unique views