Full announcement text

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)


სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ვაკანსიას: დისტანციური მიკრო საკრედიტო ექსპერტი - თბილისი

ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.

სს „საქართველოს ბანკის“საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას დისტანციური მიკრო საკრედიტო ექსპერტის თანამდებობაზე ქ. თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:
  • მომხმარებლის იდენტიფიკაცია, მათი საქმიანობისა და შემოსავლის ვალიდაცია ვიდეო ზარით;
  • მომხმარებლებისთვის ლიმიტის შეთავაზება/ლიმიტის აქტივაცია , საკრედიტო პროდუქტების პრეზენტაცია;
  • პროექტის მომზადება, კომიტეტზე წარდგენა;
  • პორტფელის ხარისხის მართვა;
  • ანგარიშგების წარმოება უშუალო მენეჯერთან.

სავალდებულო მოთხოვნები:
  • განათლება: უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, სასურველია ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების ან/და მათემატიკის მიმართულება.
  • ენები: რუსული, ინგლისური
  • სამუშაო გამოცდილება: განვიხილავთ როგორც დამწყებ, აგრეთვე, გამოცდილების მქონე კანდიდატებს ბიზნეს საბანკო დაკრედიტების მიმართულებით.

სამუშაო ადგილი : საბურთალოს ტერიტორია, გაზაფხულის N 18;
ანაზღაურება:ფიქსირებულს დამატებული ყოველთვიური ბონუსი.

სავალდებულო ცოდნა, უნარები:
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები – აზრის ნათლად და ლოგიკურად გამოხატვის უნარი წერით და ზეპირად;
  • ორგანიზებულობა, ენერგიულობა, დაგეგმვის, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის დაგეგმვის უნარი, გუნდური მუშაობის უნარი, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება.

გახდი საქართველოს ბანკის გუნდის ნაწილი და გამოიყენე შენი პოტენციალი ბოლომდე, არასდროს რომ არ გაჩერდე!

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 25 ნოემბერი, 2026

ვაკანსიის დეტალური აღწერა გთხოვთ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://jsc-bank-of-georgia.hirehive.com/distanciuri-mikro-sakredito-eksperti-tbilisi-tbilisi-nEmeT2?source=Hr.ge

Information about vacant position:

Specialization/Specialty:
Banking Credit Administration
Industry / Field:
Finance Banking
Seniority level:
Mid-Level
Schedule:
Full-time
Employment form:
Fixed-term contract
Work Location:
On site

Employer requirement:

Work Experience:
Experience is not important - both inexperienced and experienced candidates will be considered
Education level(s):
Bachelor
Suitable for students:
Yes
Languages:
Georgian
Views
Unique views