Full announcement text
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
„სანდომი“ მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს. კომპანია აწარმოებს ფხვიერ და შოკოლადიან საკონდიტრო ნაწარმს და საქართველოს მასშტაბით 9 000-მდე სავაჭრო ობიექტშია წარმოდგენილი.
კომპანიის პრიორიტეტებია მაღალი ხარისხი, მომხმარებელზე ორიენტაცია, მუდმივი განვითარება და გუნდური მუშაობა. „სანდომი“ დანერგილი ISO 22000 საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხისა და სურსათის უვნებლობის კონტროლს.
პოზიციის შესახებ
საკონდიტრო კომპანია „სანდომი“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: საწარმოს დირექტორი.
სამუშაო პირობები:
- ადგილმდებარეობა: ოზურგეთი, სოფ. მაკვანეთი
- სამუშაო გრაფიკი: სრული
- ანაზღაურება: შეთანხმებით
ძირითადი ფუნქციები და პასუხისმგებლობები
- საწარმოო პროცესების სრული ოპერაციული მართვა და ყოველდღიური საქმიანობის ეფექტიანი ორგანიზება;
- დადგენილი პროცედურების, შიდა რეგლამენტებისა და სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა და სისტემური კონტროლი;
- წარმოების სტრატეგიული და ოპერაციული დაგეგმვა, შესრულების მონიტორინგი და შედეგების ანალიზი;
- საწარმოო გეგმების, გრაფიკებისა და დაგეგმილი მოცულობების დროული და ხარისხიანი შესრულების უზრუნველყოფა;
- მიმდინარე ტექნოლოგიური პროცესების შეფასება, ეფექტიანობის ზრდისა და ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი ინიციატივების შემუშავება;
- საწარმოო დოკუმენტაციის მართვა, პროცესების გაუმჯობესებისთვის საჭირო ცვლილებების ინიცირება და დანერგვა;
- ნედლეულის, მასალებისა და მზა პროდუქციის მარაგების ეფექტიანი დაგეგმვა და კონტროლი;
- ინვენტარიზაციის პროცესების დაგეგმვა, ორგანიზება და შედეგების ანალიზი;
- სურსათის უვნებლობის მოთხოვნების, ჰიგიენური ნორმებისა და კომპანიის შიდა პოლიტიკის დაცვის უზრუნველყოფა და შესაბამისობის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება (სასურველია მენეჯმენტის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე მიმართულებით);
- ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
- საკვების წარმოების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
- რუსული და/ან ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- MS Office-ის პროგრამების ეფექტურად გამოყენების უნარი;
- ორგანიზაციული და ანალიტიკური აზროვნების განვითარებული უნარი.
საჭირო კომპეტენციები
- სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება;
- ლიდერული და გუნდის მართვის უნარები;
- გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
- ორგანიზებულობა და პროცესების ეფექტიანი მართვა;
- შედეგზე და ხარისხზე ორიენტირებულობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას;
- Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
- მხარდამჭერ სამუშაო გარემოსა და განვითარების შესაძლებლობას.
ჩვენ ვეძებთ გამოცდილ და შედეგზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელსაც აქვს საწარმოს მართვის გამოცდილება, განვითარებული ლიდერული უნარები და სტრატეგიული ხედვა, შეძლებს საწარმოო პროცესების ეფექტიან ორგანიზებას, გუნდის ხელმძღვანელობასა და საწარმოს საქმიანობის მუდმივ განვითარებას.
შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ვასაძის პურის" მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/GNSG59Zb
Information about vacant position:
- Specialization/Specialty:
- Administration / Business Management
TOP management,Production/Factory Management - Industry / Field:
- Manufacturing
Food Production - Seniority level:
- Senior-Level
- Schedule:
- Full-time
- Employment form:
- Fixed-term contract
- Work Location:
- On site
- Additional benefits:
- Health insurance,Fitness and wellness programs
Employer requirement:
- Experience is mandatory:
- Experience from 1 year
- Specialization/Specialty(Mandatory):
- Administration / Business Management
TOP management,Production/Factory Management - Industry / Field(Mandatory):
- Manufacturing
Food Production - Seniority level:
- Senior-Level
- Education level(s):
- Bachelor, Master, Doctor
- Languages:
- Russian,English