Today - 11 Dec
Standard
Event Manager
Tbilisi
Application information

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Marketing/Public Relations (PR) Event Marketing
  • Industry / Field: Recreation & Travel Leisure, Travel & Tourism Wellness & Fitness Health, Wellness & Fitness
  • Seniority level: Mid-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site

Employer requirement:

  • Experience is mandatory: Experience from 2 years
  • Specialization/Specialty(Desired):
    Marketing/Public Relations (PR) Event Marketing
  • Industry / Field(Desired):
    Recreation & Travel Leisure, Travel & Tourism
    Wellness & Fitness Health, Wellness & Fitness
  • Seniority level: Mid-Level
  • Education level(s): Bachelor
  • Languages: English
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
კურორტი თბილისში „ჯინო აკვაპარკი“ უკვე 12 წელია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის აკვაპარკს სთავაზობს სტუმრებს! ეს არის ადგილი, რომელიც ოთხივე სეზონზე მასპინძლობს ვიზიტორებს და ზრუნავს მათ კომფორტსა და კმაყოფილებაზე.
"ჯინო აკვაპარკი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ივენთ მენეჯერი

სამუშაო გრაფიკი: საოფისე & სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბეშენოვას ქ. #9

ძირითადი ფუნქცია-მოალეობები:
  • ღონისძიებებისა და აქტივობების სრული ციკლის მართვა: დაგეგმვა, კოორდინაცია, ვადების და გრაფიკების შემუშავება, ბიუჯეტის კონტროლი, რისკების მართვა, ტექნიკურ მხარეში გარკვევა, დეკორაციებისა და ბუშტებით გაფორმების პროცესების კონტროლი, შესრულების ანგარიშების მომზადება და საჭირო სერვისების მისაღებად სხვადასხვა კომპანიებთან თანამშრომლობა;
  • ანიმატორთა გუნდის მართვა, კოორდინაცია, მათთვის დავალებების ეფექტურად გადანაწილება და ღონისძიებისთვის საჭირო სხვა პერსონალის მომზადება-ზედამხედველობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

საჭირო პიროვნული და პროფესიული უნარები:
  • კრეატიულობა და ინოვაციური მიდგომა;
  • გუნდის მართვისა და ლიდერობის უნარი;
  • კარგი კომუნიკაციური უნარები;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლიანობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დროის მართვის უნარი.

დაინტერესებულებს კომპანია სთავაზობს:
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • დამატებით ბენეფიტებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა).

განაცხადის მიღების წესი:
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: Hr@ginoaquapark.ge

გაფრთხილება: ელ-ფოსტის სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ „სოციალური მედია მენეჯერი“. განაცხადები, რომელშიც სათაური არ იქნება მითითებული, არ განიხილება.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. CV-ის გამოგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი მონაცემები 1 წლის განმავლობაში, მათ შორის სხვა რელევანტური ვაკანსიის გამოჩენის შემთხვევაში.
გისურვებთ წარმატებას!

Marketing/Public Relations (PR)
Event Marketing
Views
Unique views