Full announcement text

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

კომპანიის აღწერა
ჩვენ ვაშენებთ TechCo-ს, უფრო მეტს ვიდრე ტრადიციულ ტელეკომ კოპანიას, რომელიც ქმნის ციფრულ პროდუქტებს, მუშაობს მონაცემებზე და სწრაფად გადააქცევს იდეებს რეალურ შედეგებად.
ჩვენთვის კავშირი არ ნიშნავს მხოლოდ ქსელს. ეს ნიშნავს ადამიანებისა და შესაძლებლობების დაახლოებას ციფრული პროდუქტების განვითარებით, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - მომხმარებლისთვის უნიკალური პერსონალიზებული გამოცდილების შექმნით.

ჩვენი მისია მარტივი და ამბიციურია:
„ვქმნით შესაძლებლობებს ადამიანებისთვის და ვაახლოებთ მათ ერთმანეთთან"

სელფიში მუშაობა ნიშნავს იყო ტრანსფორმაციის მონაწილე, რომელიც განსაზღვრავს როგორი იქნება საქართველოს ციფრული სამყარო მომდევნო წლებში.

სამუშაოს აღწერა
სელფიში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს გაყიდვების და მომსახურების სპეციალისტის როლზე, ქ. თბილისში.

სამუშაო პირობები:
  • გრაფიკი: მცოცავი გრაფიკი
  • ანაზღაურება: ფიქსირებული + ყოველთვიური ბონუსი
  • დაზღვევა, სატელეფონო ლიმტი, როუმინგი

ამ როლში შენ:
  • გაუწევ მაღალი ხარისხის მომსახურებას სელფი მობაილის მაღაზიაში შემოსულ მომხმარებლებს
  • გააცნობ და შესთავაზებ კომპანიის პროდუქტებსა და სერვისებს, მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებით
  • უზრუნველყოფ პროდუქტების გაყიდვას დასახული მიზნებისა და გეგმის შესაბამისად
  • იმუშავებ გაყიდვების მხარდამჭერ სისტემებში
  • შეასრულებ სალაროს ოპერაციებს ზუსტად და პასუხისმგებლობით

თუ ეს როლი გაინტერესებს, აუცილებელია გქონდეს:
  • უმაღლესი განათლება ან იყო სტუდენტი
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა და ინგლისური ენა სასაუბრო დონეზე
  • გაყიდვებისა და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
  • MS Office პროგრამებში მუშაობის უნარი (Word, Excel, PowerPoint)
  • ორგანიზებულობა და შრომისმოყვარეობა
  • კომუნიკაციის უნარი და მომხმარებლებთან ეფექტური ურთიერთობა
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი
  • ანგარიშგებისა და საქმიანი კორესპონდენციის მომზადების უნარი

გამოგვიგზავნე განაცხადი და გახდი ჩვენი გუნდის წევრი!

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 26 ნოემბერი, 2026.
იხილეთ განცხადების სრული ტექსტი ბმულზე https://cellfie.selfrecruit.ge/s/Foqfz

დამატებითი ინფორმაცია
რატომ სელფი
  • ჩვენ ვმუშაობთ მკაფიო მიზნებით და გაზომვადი შედეგებით.
  • ჩვენთან ყველა ინიციატივას აქვს რეალური ბიზნეს ეფექტი და ქმნის ღირებულებას მომხმარებლებისათვის.

ჩვენ ვაფასებთ:
  • პასუხისმგებლობას (Ownership)
  • საქმის ხახრისხიან შესრულებას
  • პროფესიული ზრდისა და ერთმანეთის განვითარების სურვილს.

სელფი მობაილში შეგიძლია:
  • დასახო ამბიციური მიზნები
  • თამამად გამოხატო შენი აზრი
  • ჩაძიებით მოძებნო უკეთესი გამოსავალი
  • ისწავლო და ასწავლო სხვებს.

ჩვენი კულტურა ემყარება ხუთ პრინციპს:
  • ფოკუსი ადამიანზე - თანამშრომლებზე და მომხმარებლებზე ზრუნვა
  • პასუხისმგებლობა - "შედეგებზე სრული პასუხისმგებლობის აღება, ფორმალური როლის ფარგლებს მიღმაც"
  • სიახლეების ძიება - კითხვები, ჩაძიება და იდეების ქმედებად გარდაქმნა
  • კეთილსინდისიერება - სიტყვა და მოქმედება თანმიმდევრულია
  • გუნდურობა - „ჩვენ“ ყოველთვის უფრო მაღალია „მე“-ზე

Information about vacant position:

Specialization/Specialty:
Sales Sales Representation and Negotiation,Customer Service Excellence,Customer service
Industry / Field:
Hardware & Networking Telecommunications
Seniority level:
Entry-Level
Schedule:
Full-time
Employment form:
Fixed-term contract
Work Location:
On site
Salary:
(+ Bonus)
Additional benefits:
Health insurance,Corporate mobile number

Employer requirement:

Experience is desired:
Specialization/Specialty(Desired):
Sales Sales Representation and Negotiation,Customer Service Excellence,Customer service
Industry / Field(Desired):
Hardware & Networking Telecommunications
Seniority level:
Entry-Level
Education level(s):
Bachelor
Suitable for students:
Yes
Languages:
English,Georgian
Views
Unique views