Full announcement text

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
BCT Motors ახალგაზრდა და მზარდი კომპანიაა, რომელიც საავტომობილო და სამრეწველო საცხებ-საპოხი მასალების იმპორტსა და დისტრიბუციას ეწევა. ჩვენ ნიდერლანდური ბრენდის Eurol-ის ექსკლუზიური დისტრიბუტორი ვართ საქართველოში. ახალი მიმართულებების გასავითარებლად გუნდს ვაფართოებთ და ვეძებთ ტექნიკურ მენეჯერს.
სამუშაო ადგილი — თბილისი, სრული განაკვეთი
გრაფიკი — ორშაბათი–პარასკევი, 10:00–19:00, ერთსაათიანი შესვენებით
ანაზღაურება — 4 000 ლარი და შედეგზე დამოკიდებული ბონუსი

ძირითადი მოვალეობები
  • საცხებ-საპოხი მასალების შერჩევა ტექნიკის მწარმოებლის მოთხოვნებისა და ექსპლუატაციის პირობების გათვალისწინებით
  • კორპორატიულ კლიენტებთან ვიზიტები თბილისსა და რეგიონებში და მათთვის ტექნიკური კონსულტაციის გაწევა
  • ზეთის ლაბორატორიული ანალიზის ორგანიზება და შედეგების განხილვა შესაბამის სპეციალისტებთან ერთად
  • კლიენტებისა და თანამშრომლებისთვის ტექნიკური პრეზენტაციებისა და ტრენინგების ჩატარება
  • გაყიდვების გუნდთან ერთად შეთავაზებების ტექნიკური ნაწილის მომზადება და პროექტების ტექნიკური მხარდაჭერა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • ტექნიკური განათლება ან შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • საავტომობილო ან სამრეწველო ტექნიკის ექსპლუატაციის ან მომსახურების გამოცდილება
  • ტექნიკურ დოკუმენტაციასთან მუშაობისა და ტექნიკური საკითხების გასაგებად ახსნის უნარი
  • ქართული ენის გამართული ცოდნა და ინგლისურ ან რუსულ ენაზე პროფესიული კომუნიკაციის უნარი
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა და რეგიონებში ვიზიტებისთვის მზადყოფნა

რეზიუმე ქართულ, რუსულ ან ინგლისურ ენაზე გამოგვიგზავნეთ 2026 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით ელფოსტის მისამართზე b.chubinidze@gmail.com. წერილის თემაში მიუთითეთ „ტექნიკური მენეჯერი“.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

Information about vacant position:

Specialization/Specialty:
Repair / installation Computer Repair and Maintenance
Industry / Field:
Transportation, Logistics & Supply Chain Import & Export
Seniority level:
Mid-Level
Schedule:
Full-time
Employment form:
Fixed-term contract
Work Location:
On site
Salary:
Fixed 4000

Employer requirement:

Experience is desired:
Specialization/Specialty(Mandatory):
Repair / installation Computer Repair and Maintenance
Industry / Field(Mandatory):
Transportation, Logistics & Supply Chain Import & Export
Seniority level:
Mid-Level
Education level(s):
Bachelor, High School, Doctor, Master, College, Other
Languages:
Georgian,English,Russian
Driving licence:
B Category
Views
Unique views