Full announcement text

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.

სს „საქართველოს ბანკის“ საცალო ფილიალების ქსელის მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე ქ. ბაკურიანში.

პოზიციის მიზანია ფულადი ოპერაციების ოპერატიულად, ზუსტად და უშეცდომოდ წარმოება მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის გზით.

აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში, თქვენ:
  • აწარმოებთ ვალუტის ყიდვა-გაყიდვისა და სამგზავრო და საბანკო ჩეკებთან დაკავშირებულ ფულად ოპერაციებს;
  • მიიღებთ დაზიანებულ კუპიურებს და აწარმოებთ მასთან დაკავშირებულ ოპერაციებს.
  • მოახდენთ ფულის და სალაროს დღიური საბუთების ფორმირებას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი კვალიფიკაცია:
  • განათლება:უმაღლესი, სასურველია ეკონომიკა, ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი, ტექნიკური სპეციალობები;
  • სამუშაო გამოცდილება:სასურველია მომსახურების სფეროში მოლარის პოზიციაზე მუშაობის მინ. 6 თვიანი გამოცდილება.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
  • ქართული-სრულყოფილად, სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • მომსახურების და გაყიდვების კარგად განვითარებული უნარები;
  • კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები – აზრის ნათლად და ლოგიკურად გამოხატვის უნარი წერით და ზეპირად;
  • გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ, შესრულების სისწრაფე, მათემატიკური უნარები, კარგი მეხსიერება, ორგანიზებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:
  • ფიქსირებულ ანაზღაურებას და კომფორტულ სამუშაო ადგილს;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

გახდი საქართველოს ბანკის გუნდის ნაწილი და გამოიყენე შენი პოტენციალი ბოლომდე, არასდროს რომ არ გაჩერდე.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV, მიუთითეთ რეგიონი და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“: https://jsc-bank-of-georgia.hirehive.com/molare-bakuriani-bakuriani-dEr1n4?source=Hr.ge
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 25 ნოემბერი, 2026.

Information about vacant position:

Specialization/Specialty:
Banking Cash Handling and Management
Industry / Field:
Finance Banking
Seniority level:
Mid-Level
Schedule:
Full-time
Employment form:
Fixed-term contract
Work Location:
On site
Additional benefits:
Trainings and the opportunity for professional growth

Employer requirement:

Experience is desired:
from 0 to 1 year
Specialization/Specialty(Desired):
Banking Cash Handling and Management
Industry / Field(Desired):
Finance Banking
Education level(s):
High School, Bachelor, Master, College, Doctor, Other
Languages:
Georgian,English,Russian
Views
Unique views