Today - 30 Nov
Standard
Reservoir Fuel Manager, Warehouse Management Service, Administrative Department
Borjomi Municipality, Bakuriani
Application information
Email: Vacancy@mta.ski
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Logistics / Transport
Warehousing - Industry / Field: Construction
Civil Engineering - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
- Salary: Fixed 3300
Employer requirement:
- Experience is mandatory: from 1 to 2 years
- Education level(s): Bachelor, Master, Doctor
- Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
შპს „ემ თი ეი“ აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული დეპარტამენტის საწყობის მართვის სამსახურის რეზერვუარის საწვავის მენეჯერის პოზიციაზე.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „ემ თი ეი“ 2013 წლიდან ფუნქციონირებს და მის მმართველობაშია საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, მესტია) სასრიალო არეალები და საბაგირო ინფრასტრუქტურა.
შპს „ემ თი ეი“ მუდმივად ზრუნავს თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებასა და პოზიტიური კორპორატიული სამუშაო გარემოს შექმნაზე.
ჩვენი გუნდის წევრებს ვთავაზობთ:
- კორპორატიულ სატელეფონო ბალანსს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- სეზონურ სასრიალო აბონემენტს (ოთხი კურორტი);
- თანამშრომელთა მოტივაციის ასამაღლებელ ღონისძიებებს.
სამუშაო ადგილი : დაბა ბაკურიანი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00. შესვენება 1 საათი (14:00-15:00)
სამუშაო განაკვეთი: სრული (40 საათი)
ანაზღაურება: დარიცხული 3300 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
- რეზერვუარებში საწვავის ნაშთების ყოველდღიური ფიზიკური და ელექტრონული გადამოწმება;
- მომწოდებლისგან საწვავის მიღების პროცესის ორგანიზება და მოცულობის პირველადი კონტროლი;
- საწვავის რეზერვუარების, ტუმბოების და მრიცხველების გამართულობის მუდმივი მონიტორინგი;
- საწვავის შესაძლო გაჟონვის, აორთქლების ან არამიზნობრივი ხარჯვის დროული იდენტიფიცირება;
- ყველა სახის სპეციალური და მძიმე ტექნიკის საწვავით შეუფერხებელი და დროული მომარაგება;
- საწვავის ჩასხმის სამუშაო განრიგის შექმნა ტექნიკის სამუშაო საათებისა და ცვლების გათვალისწინებით;
- საწვავის გაცემის აღრიცხვა დანიშნულების მიხედვით - რომელი ტექნიკისთვის, სატრანსპორტო საშუალებისთვის ან ობიექტისთვის გაიცა საწვავი (სპეციალურ ჟურნალში).
- საწვავის მოხმარების მონაცემების შეჯერება - გაცემული საწვავის რაოდენობის შეჯერება - გაცემული საწვავის რაოდენობის შედარება შესაბამისი ტექნიკის და სატრასნპორტო საშუსალების მოხმარების მონაცემთან.
- ჩასხმული საწვავის ოდენობის ასახვა კომპანიის სააღრიცხვო პროგრამაში;
- საწვავის გაცემასთან დაკავშირებული მიღება-ჩაბარების აქტების, ზედნადებებისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის წარმოება;
- ხელმძღვანელობისთვის ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება საწვავის ნაშთებისა და ხარჯვის შესახებ;
- სახანძრო და შრომის უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვა საწვავის შენახვისა და ჩასხმის ადგილებში;
- ნავთობპროდუქტების ნიადაგსა თუ თოვლში დაღვრის პრევენცია და ეკოლოგიური ნორმების კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პროფესიული ან უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით;
- მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება საწვავის საწყობებში, ავტოგასამართ სადგურებზე ან ლოგისტიკის სფეროში (მძიმე/სპეც. ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
- Excel-ის კარგ დონეზე ცოდნა, სასურველია სააღრიცხვო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული მახასიათებლები:
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- თავაზიანობა;
- მობილიზებულობა;
- სტრატეგიული დაგეგმვისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა;
- პუნქტუალურობა.
შერჩევის ეტაპები:
რეზიუმეების გადარჩევა;
ინდივიდუალური გასაუბრება.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე Vacancy@mta.ski არაუგვიანეს 2026 წლის 29 ნოემბრისა.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
„საქართველოს კანონის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ გათვალისწინებით, მიღებული აპლიკაციები კომპანიის ბაზაში შეინახება 6 თვის განმავლობაში სამომავლო ვაკანსიასთან კანდიდატურების შესაბამისობის განხილვის მიზნით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, კანდიდატის პერსონალური ინფორმაცია წაიშლება კომპანიის ბაზიდან.
Logistics / Transport
Warehousing
Views
Unique views
