Today - 30 Nov
Standard
Property Management Manager, Land and Real Estate Department
Tbilisi
Application information
Email: Vacancy@mta.ski
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Accounting / Finance
Private Equity Accounting - Industry / Field: Construction
Civil Engineering - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
- Salary: Fixed 3500
Employer requirement:
- Experience is mandatory: Experience from 2 years
- Education level(s): Bachelor, Master, Doctor
- Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
შპს „ემ თი ეი“ აცხადებს ვაკანსიას მიწისა და უძრავი ქონების დეპარტამენტის ქონების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „ემ თი ეი“ 2013 წლიდან ფუნქციონირებს და მის მმართველობაშია საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, მესტია) სასრიალო არეალები და საბაგირო ინფრასტრუქტურა.
შპს „ემ თი ეი“ მუდმივად ზრუნავს თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებასა და პოზიტიური კორპორატიული სამუშაო გარემოს შექმნაზე.
ჩვენი გუნდის წევრებს ვთავაზობთ:
- კორპორატიულ სატელეფონო ბალანსს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- სეზონურ სასრიალო აბონემენტს (ოთხი კურორტი);
- თანამშრომელთა მოტივაციის ასამაღლებელ ღონისძიებებს.
სამუშაო ადგილი : ქ. თბილისი, კოსტავას ქ. #70, მესამე სართული
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00. შესვენება 1 საათი (14:00-15:00)
სამუშაო განაკვეთი: სრული (40 საათი)
ანაზღაურება: დარიცხული 3500 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის საკუთრებაში, სარგებლობაში ან მართვაში არსებული ქონების აღრიცხვა, ადმინისტრირება და მართვა;
- უძრავი ქონების რეესტრისა და შესაბამისი დოკუმენტაციის სისტემატური წარმოება და განახლება;
- ქონების განკარგვის (გაყიდვა, იჯარა და ა.შ) მიზნით , შესაბამისი აუქციონებისა თუ პირდაპირი განკარგვის პროცესის წარმართვა დადგენილი ფორმითა და წესით, შესაბამისი ელექტრონული ბაზის წარმოება;
- ქონების განკარგვის საკითხების კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოსთან და პარტნიორთან შეთანხმების მიზნით საკითხების მომზადების უზრუნველყოფა;
- მინდობილობის საფუძველზე უძრავი ქონების განკარგვის ხელშეკრულებების და შეთანხმებების ხელმოწერა კომპანიის სახელით და საჭიროების შემთხვევაში რეგისტრაციის განხორციელება;
- ქონების ჩამოწერისთვის საკითხის მომზადების და თავად ჩამოწერის პროცესის განხორციელების ორგანიზება დროულად, ეფექტურად, კანონმდებლობის და კომპანიის რეგულაციების შესაბამისად, დადგენილი ფორმითა და წესით;
- კომპანიის კაპიტალის ცვლილების შესახებ სათანადო პირებთან თუ სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაცია, დოკუმენტებისა თუ ინფორმაციის მოპოვება ან/და მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა. კომპანიის კაპიტალის ცვლილების შესახებ პარტნიორის გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაბამისი რეგისტრაციის განხორცილება;
- მოქმედ კანონმდებლობაში და სტანდარტებში ცვლილებებისა და სიახლეების რეგულარული მონიტორინგი და მათი სამუშაო პროცესში დანერგვის შესახებ რეკომენდაციების უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა;
- ქონებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების მოქმედების ვადების კონტროლი და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა;
- საჯარო რეესტრთან, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან და სხვა ადმინისტრაციულ უწყებებთან ურთიერთობა;
- ქონების რეგისტრაციასთან, დაზუსტებასთან, გაერთიანებასთან, გამიჯვნასთან და სხვა სამართლებრივ პროცედურებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;
- ქონების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა და შედეგების ანალიზი;
- ქონებასთან დაკავშირებული ანგარიშების, ცნობების, პრეზენტაციებისა და საინფორმაციო მასალების მომზადება;
- კომპეტენციის ფარგლებში შესყიდვებისათვის საჭირო ტექნიკური დავალებებისა და დოკუმენტაციის მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება იურიდიული მიმართულებით;
- ქონების მართვის ან/და განკარგვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
- სავალდებულოა MS Office: Word, Excel, PowerPoint, Outlook-ის ცოდნა;
- სავალდებულოა საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
- დროის მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- პრობლემის სწრაფი იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;
- გამართული წერისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- სტრატეგიული დაგეგმვისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- შედეგებზე ფოკუსირება;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა;
- პუნქტუალურობა.
შერჩევის ეტაპები:
- რეზიუმეების გადარჩევა;
- ინდივიდუალური გასაუბრება.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე Vacancy@mta.ski არაუგვიანეს 2026 წლის 29 ნოემბრისა.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
„საქართველოს კანონის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ გათვალისწინებით, მიღებული აპლიკაციები კომპანიის ბაზაში შეინახება 6 თვის განმავლობაში სამომავლო ვაკანსიასთან კანდიდატურების შესაბამისობის განხილვის მიზნით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, კანდიდატის პერსონალური ინფორმაცია წაიშლება კომპანიის ბაზიდან.
Accounting / Finance
Private Equity Accounting
Views
Unique views
