Today - 12 Dec
Standard
Head of the Project Management Department
Tbilisi
Rustavi
Georgia
Application information
Email: jobs@cs.ge
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Administration / Business Management
Project management - Industry / Field: Construction
Construction - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
Employer requirement:
- Experience is mandatory: from 3 to 7 years
- Specialization/Specialty(Mandatory):Administration / Business Management
Project management - Industry / Field(Mandatory):Construction
Construction - Seniority level: Mid-Level
- Education level(s): Bachelor, Master, Doctor
- Languages: English,Russian
This announcement is available only in Georgian language, please see the text below (You can also switch the site language from header language switcher)
შპს „Construction Service“ წარმოადგენს სამშენებლო და საწარმოო სფეროში მოქმედ კომპანიას, რომლის საქმიანობა მოიცავს მასშტაბური სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, აგრეთვე ლითონკონსტრუქციების წარმოებას საკუთარ საწარმოში.
კომპანია ეძებს კვალიფიციურ და გამოცდილ პროფესიონალს პროექტების მართვის სამსახურის უფროსის (Head of Project Management) პოზიციაზე, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის სამშენებლო პროექტების ტექნიკურ ხელმძღვანელობას, სამუშაოების დაგეგმვასა და შესრულების კონტროლს, ასევე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების ხარისხის შესაბამისობას საპროექტო დოკუმენტაციასთან, მოქმედ ნორმებსა და ხელშეკრულების მოთხოვნებთან.
პოზიცია განკუთვნილია სამშენებლო სფეროს გამოცდილი ინჟინრისთვის, რომელსაც გააჩნია ინფრასტრუქტურული და სამოქალაქო მშენებლობის პროექტების მართვის, სამშენებლო სამუშაოების ხარისხის კონტროლისა და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის ხელმძღვანელობის პრაქტიკული გამოცდილება.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი/რუსთავი, საქართველოს მასშტაბით მიმდინარე ობიექტებზე გასვლით
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ: www.cs.ge
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ: www.cs.ge
ფუნქცია-მოვალეობები
- კომპანიის სამშენებლო პროექტების ტექნიკური ხელმძღვანელობა მოსამზადებელი ეტაპიდან ობიექტის ექსპლუატაციაში ჩაბარებამდე;
- სამუშაოთა წარმოების პროექტის, კალენდარული გრაფიკებისა და რესურსების (მუშახელი, ტექნიკა, მასალები) გეგმების შემუშავება და დამტკიცებული გრაფიკის შესრულების მონიტორინგი;
- საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისა და სამუშაოთა მოცულობების უწყისის (BoQ) ტექნიკური შემოწმება, შეუსაბამობების გამოვლენა და მათი შეთანხმება პროექტის ავტორთან და დამკვეთთან;
- საობიექტო გუნდების (პროექტის მენეჯერები, უბნის უფროსები, ინჟინრები, ოსტატები) საქმიანობის ხელმძღვანელობა და კოორდინაცია;
- კომპანიაში ხარისხის მართვის სისტემის დანერგვა და განვითარება, ხარისხის კონტროლისა და შემოწმება-ტესტირების გეგმების (QCP/ITP) შემუშავება და მათი შესრულების უზრუნველყოფა;
- სამშენებლო მასალებისა და კონსტრუქციების შემავალი კონტროლის, ლაბორატორიული გამოცდებისა და ტესტირების ორგანიზება (ბეტონი, არმატურა, გრუნტი, შედუღების ნაკერები და სხვ.);
- ფარული სამუშაოების აქტების, საშემსრულებლო დოკუმენტაციისა და შესრულებული სამუშაოების აქტების (IPC) სისწორისა და დროული წარდგენის კონტროლი;
- დამკვეთთან, ზედამხედველ კონსულტანტთან (ინჟინერთან) და ტექნიკური ზედამხედველობის წარმომადგენლებთან ტექნიკურ საკითხებზე ურთიერთობა, შემოწმებებსა და მიღება-ჩაბარების პროცესში მონაწილეობა;
- შეუსაბამობების (NCR) აღრიცხვა, მაკორექტირებელი და პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა და მათი შესრულების კონტროლი;
- კომპანიის ლითონკონსტრუქციების საწარმოსთან კოორდინაცია — დამზადების ნახაზების, სპეციფიკაციებისა და მიწოდების გრაფიკის ობიექტის საჭიროებებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- ქვეკონტრაქტორების მიერ შესრულებული სამუშაოების ტექნიკური და ხარისხობრივი კონტროლი;
- პროექტების ტექნიკური რისკების შეფასება, საპროექტო ცვლილებებისა და დამატებითი სამუშაოების (Variations) ტექნიკური დასაბუთება;
- შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მოთხოვნების გათვალისწინება სამუშაოების დაგეგმვისა და წარმოების პროცესში;
- სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკურ ნაწილზე მუშაობა, სამუშაოთა შესრულების მეთოდოლოგიის (Method Statement) მომზადება;
- პროექტების მიმდინარეობის, ვადებისა და ხარისხის მაჩვენებლების (KPI) შესახებ კომპანიის ხელმძღვანელობისთვის პერიოდული ანგარიშგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი ტექნიკური განათლება — სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობა, ხიდები და გვირაბები, საგზაო ან ჰიდროტექნიკური მშენებლობა ან მომიჯნავე საინჟინრო მიმართულება;
- სამშენებლო სფეროში მუშაობის მინიმუმ 7 წლიანი გამოცდილება, მათ შორის მინიმუმ 3 წელი პროექტების მართვის ხელმძღვანელის, პროექტის მენეჯერის, მთავარი ინჟინრის ან ანალოგიურ ხელმძღვანელ პოზიციაზე;
- ინფრასტრუქტურული პროექტების (ხიდები, გზები, ნაპირსამაგრი და საყრდენი კედლები, ჰიდროტექნიკური ნაგებობები) განხორციელების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- საერთაშორისო დონორების მიერ დაფინანსებულ ან FIDIC-ის პირობებით მიმდინარე პროექტებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების, ევროკოდებისა (Eurocodes) და ხარისხის მართვის სტანდარტების (ISO 9001) ცოდნა;
- რკინაბეტონის, ლითონისა და გაბიონური კონსტრუქციების, ასევე მიწის სამუშაოების ტექნოლოგიისა და ხარისხის კონტროლის მეთოდების ცოდნა;
- საპროექტო ნახაზების, სპეციფიკაციებისა და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის წაკითხვისა და ანალიზის უნარი;
- სამშენებლო პროექტების დაგეგმვისა და გრაფიკის მართვის გამოცდილება (MS Project ან Primavera P6 ჩაითვლება უპირატესობად);
- AutoCAD-ისა და MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა;
- ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა B2 დონეზე აუცილებელია.
პიროვნული და მმართველობითი კომპეტენციები
დაინტერესების შემთხვევაში
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@cs.ge მნიშვნელოვანია: ელფოსტის სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: „პროექტების მართვის სამსახურის უფროსი“. დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით: +995577078883
- ძლიერი ლიდერული და ორგანიზაციული უნარები;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- ხარისხზე ორიენტირებულობა და დეტალებისადმი ყურადღება;
- ობიექტზე წარმოქმნილი ტექნიკური პრობლემების დამოუკიდებლად იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;
- ანალიტიკური და სისტემური აზროვნება;
- რამდენიმე პროექტის პარალელურად დაგეგმვისა და ეფექტიანი კოორდინაციის უნარი;
- დამკვეთთან და ზედამხედველთან ეფექტიანი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
- გუნდური მუშაობისა და თანამშრომელთა მართვის უნარი;
- გადაწყვეტილებების დროულად მიღებისა და პასუხისმგებლობის აღების უნარი;
- მაღალი სამუშაო ეთიკა და პროფესიული სტანდარტების დაცვა.
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@cs.ge მნიშვნელოვანია: ელფოსტის სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: „პროექტების მართვის სამსახურის უფროსი“. დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით: +995577078883
თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ მითითებული პერსონალური მონაცემები არის ზუსტი და გეკუთვნის თქვენ.
შპს „Construction Service“ თქვენს მიერ მოწოდებულ პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ვაკანსიასთან შესაბამისობის შეფასებისა და რეკრუტინგის პროცესის წარმართვის მიზნით.
თქვენი პერსონალური მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ უფლებამოსილი პირებისთვის და შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. თქვენი რეზიუმე (CV) შესაძლოა განხილულ იქნეს შპს „Construction Service“-ის სხვა შესაბამის ვაკანტურ პოზიციებზეც, მხოლოდ თქვენი წინასწარი თანხმობის საფუძველზე.
თქვენ, როგორც მონაცემთა სუბიექტს, გაქვთ კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები, მათ შორის, თქვენს შესახებ არსებული მონაცემების გაცნობის, გასწორების, განახლების, წაშლისა და დამუშავების შეზღუდვის მოთხოვნის უფლება. აღნიშნული უფლებების განხორციელების მიზნით შეგიძლიათ მოგვმართოთ ელფოსტაზე: jobs@cs.ge
შპს „Construction Service“ იზიარებს თანასწორი შესაძლებლობებისა და პროფესიული მრავალფეროვნების პრინციპებს. კომპანია უზრუნველყოფს კანდიდატთა შეფასებას მათი კვალიფიკაციის, პროფესიული გამოცდილებისა და პოზიციის მოთხოვნებთან შესაბამისობის საფუძველზე, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

Administration / Business Management
Project management
Views
Unique views