Today - 12 Dec
Standard
Chef
Batumi
Application information

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Hotel / restaurant / catering Kitchen Operations Management, Cooking
  • Industry / Field: Manufacturing Food Production
  • Seniority level: Senior-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site

Employer requirement:

  • Experience is mandatory: Experience from 3 years
  • Specialization/Specialty(Mandatory):
    Hotel / restaurant / catering Kitchen Operations Management, Cooking
  • Industry / Field(Mandatory):
    Manufacturing Food Production
  • Seniority level: Senior-Level
  • Education level(s): College
  • Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

კვების საწარმო „ბროწეული“ ეძებს შეფ-მზარეულს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს სამზარეულოს გუნდის დაკომპლექტებაში და უხელმძღვანელებს საწარმოს ყოველდღიურ წარმოებას.

ბრენდშეფის მიერ შემუშავებული მენიუსა და ტექნოლოგიურ ბარათების საწარმოში რეალიზაცია.

შერჩეულ გუნდს ბრენდ-შეფი გადაამზადებს, ხოლო შეფ-მზარეული უხელმძღვანელებს მის ყოველდღიურ მუშაობას და უზრუნველყოფს შეთანხმებული რეცეპტურებისა და ხარისხის სტანდარტების დაცვას.

ძირითადი მოვალეობები
  • სამზარეულოს გუნდის დაკომპლექტებაში მონაწილეობა, მათ შორის კანდიდატებთან გასაუბრება, მათი პრაქტიკული უნარების შეფასება და ხელმძღვანელობასთან ერთად თანამშრომლების შერჩევა.
  • შეკვეთების მიხედვით წარმოების მოცულობის დაგეგმვა, სამუშაო პროცესის ორგანიზება და შეკვეთების დროულად შესრულების უზრუნველყოფა.
  • ტექნოლოგიური ბარათების დაცვით კერძების მომზადების ზედამხედველობა და გემოს, ვიზუალური სტანდარტის, პორციის წონისა და ლანჩბოქსების დაკომპლექტების კონტროლი.
  • ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით ახალი კერძების შემუშავება ან არსებული რეცეპტურების შეცვლა, საცდელი მომზადება, თვითღირებულების გამოთვლა და ტექნოლოგიური ბარათების შედგენა ან განახლება.
  • დამტკიცებული ცვლილებების წარმოებაში დანერგვა და გუნდისთვის მომზადებისა და პორციონირების წესების გაცნობა.
  • გუნდის ყოველდღიური მართვა, მოვალეობების განაწილება, სამუშაო გრაფიკის შედგენა და თანამშრომლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.
  • HACCP-ის, სანიტარიულ-ჰიგიენური და შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების კონტროლი.
  • ნედლეულის მიღების, შენახვის, ვარგისობის ვადებისა და მარაგების კონტროლი.
  • ნედლეულის საჭირო რაოდენობის განსაზღვრა, შესყიდვის მოთხოვნების მომზადება, დანახარჯებისა და დანაკარგების კონტროლი და საწარმოო ანგარიშგების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით.
  • შეფ-მზარეულის ან კვების წარმოების ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება.
  • გუნდის მართვისა და სამზარეულოს სამუშაო პროცესის ორგანიზების გამოცდილება.
  • კერძების რეცეპტურების შემუშავების, ტექნოლოგიური ბარათების შედგენისა და თვითღირებულების გამოთვლის გამოცდილება.
  • HACCP-ისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნების ცოდნა.
  • ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი.
  • ქეითერინგში, ცენტრალიზებულ სამზარეულოში ან დიდი მოცულობის კვების წარმოებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო პირობები
  • სამუშაო ადგილი — ბათუმი
  • სამუშაო გრაფიკი 5/2
  • ანაზღაურება — შეთანხმებისამებრ

გამოგვიგზავნეთ CV: brotseuli2026@gmail.com
შერჩეულ კანდიდატებთან უკუკავშირი მოხდება რეზიუმეს გაგზავნიდან 14 დღის განმავლობაში.
Hotel / restaurant / catering
Kitchen Operations Management,
Cooking
Views
Unique views