Full announcement text

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.

სს „საქართველოს ბანკის“ აქტივების შეფასების და მშენებლობის მონიტორინგის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას უმცროსი შემფასებლის პოზიციაზე იმერეთის რეგიონში: ქუთაისი, წყალტუბო.

ძირითადი ფუნქციები:
  • მომხმარებელთან ვიზიტის შეთანხმება და დაგეგმვა;
  • შესაფასებელი ქონების იდენტიფიცირება ადგილზე ვიზიტით;
  • ქონების ინტერიერის/ექსტერიერის დათვალიერება, დასურათება;
  • ქონების ფიზიკური მდგომარეობის განსაზღვა; ქონების ღირებულებაზე გავლენის მქონე ყველა ფაქტორის განსაზღვრა;
  • ქონების წინასწარი ანალიზი, ბაზარზე არსებული ანალოგების მოძიება;
  • უძრავი ქონების შეფასების დასკვნის მომზადება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი კვალიფიკაცია:
  • სავალდებულოა: მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი.
  • უმაღლესი განათლება: არ არის სავალდებულო
  • სამუშაო გამოცდილება: სასურველია გამოცდილება უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სფეროში (საკუთრების დამდგენი დოკუმენტაციის,საკადასტრო რუკების, აზომვითი ნახაზების კითხვა).

ცოდნა და უნარები:
  • კომპიუტერულ ტექნიკასთან მუშაობა(პლანშეტი, ლაზერული ამზომველი, ფოტოაპარატი);
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • შესრულების სისწრაფე, ყურადღება დეტალების მიმართ, ლოგიკური აზროვნება, ორგანიზებულობა, კარგი მეხსიერება;
  • გამართული კომუნიკაციის უნარი (წერითი და ვერბალური);
  • ენების ცოდნა: ქართული – თავისუფლად; სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

გახდი საქართველოს ბანკის გუნდის ნაწილი და გამოიყენე შენი პოტენციალი ბოლომდე, არასდროს რომ არ გაჩერდე!

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV, მიუთითეთ რეგიონი და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“: https://jsc-bank-of-georgia.hirehive.com/umcrosi-shempasebeli-kutaisi-cqaltubo-kutaisi-AIMO81
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 30 ნოემბერი, 2026 წელი.

Information about vacant position:

Specialization/Specialty:
Banking Universal Banking Services
Industry / Field:
Finance Banking
Seniority level:
Entry-Level
Schedule:
Full-time
Employment form:
Fixed-term contract
Work Location:
On site

Employer requirement:

Experience is desired:
Specialization/Specialty(Desired):
Banking Universal Banking Services
Industry / Field(Desired):
Finance Banking
Seniority level:
Entry-Level
Education level(s):
Bachelor
Languages:
Georgian
Driving licence:
B Category
Own Transport:
Yes (Car)
Views
Unique views