Full announcement text

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

‘’არქი’’-ში ვეძებთ მექანიკური სისტემების ინჟინერს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება

ძირითადი ფუნქციები:
  • საპროექტო ჯგუფების მიერ წარმოდგენილი მექანიკური სისტემების (ხანძარქრობა, წყალმომარაგება, კანალიზაცია, სანიაღვრე და საირიგაციო სისტემები,) საპროექტო ნახაზების, ანგარიშებისა და გამოთვლების განხილვა და შესაბამისობის დადასტურება;
  • პროექტების შესაბამისობის უზრუნველყოფა ტექნიკურ დავალებასთან, ადგილობრივ სამშენებლო ნორმებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან (მაგ. NFPA, EN 12845);
  • პროექტირების ეტაპზე რეკომენდაციების შემუშავება ხარჯეფექტური, ენერგოეფექტური და ოპტიმალური საინჟინრო გადაწყვეტების მისაღებად;
  • პროექტში ჩართულ მომიჯნავე დისციპლინებთან (არქიტექტურა, კონსტრუქცია, HVAC, ელექტროობა) კოორდინაცია, საპროექტო გადაკვეთების (კოლიზიების) აღმოფხვრისა და საინჟინრო კომუნიკაციების სივრცითი ინტეგრაციისთვის;
  • პროექტის განხილვის სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა და ტექნიკური შენიშვნების/კომენტარების მომზადება;
  • ქვეკონტრაქტორი კომპანიების მიერ წარმოდგენილი სამუშაო ნახაზების , მასალების დამტკიცების ფორმებისა და შესრულების მეთოდოლოგიის განხილვა და დამტკიცება.
  • ობიექტზე სამუშაოების შესრულების ინტენსიური მონიტორინგი, რათა უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისობა დამტკიცებულ ნახაზებთან და დამკვეთის მოთხოვნებთან.
  • წყალმომარაგების, კანალიზაციის, სანიაღვრე და ხანძარქრობის სისტემების სამონტაჟო სამუშაოების ხარისხის კონტროლი.
  • მექანიკური სისტემების გამოცდის პროცესის ზედამხედველობა.
  • სისტემატიური ვიზიტები ობიექტებზე და ანგარიშგება.

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება შენობის სისტემების ინჟინერიის, სამოქალაქო ინჟინერიის ან მომიჯნავე მიმართლებით;
  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
  • ადგილობრივი ნორმებისა და საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა (მაგ. NFPA 13/14/20 ხანძარქრობისთვის, IPC, EN, DIN სტანდარტები);
  • საპროექტო და საინჟინრო პორგრამების (AutoCAD, Revit MEP) პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 6 დეკემბრის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

Information about vacant position:

Specialization/Specialty:
Engineering Systems Engineering
Industry / Field:
Construction Construction
Seniority level:
Senior-Level
Schedule:
Full-time
Employment form:
Fixed-term contract
Work Location:
On site

Employer requirement:

Experience is mandatory:
Experience from 5 years
Specialization/Specialty(Mandatory):
Engineering Systems Engineering
Industry / Field(Mandatory):
Construction Construction
Seniority level:
Senior-Level
Education level(s):
Bachelor, Master, Doctor
Languages:
English,Georgian
Views
Unique views