Standard 16 Nov - 15 Dec

Sales and Service Team Manager

Batumi
Company
Standard
Application information
Email:people.selection@outlook.com

Full announcement text

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

ტურისტული მომსახურებისა და მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მოქმედი კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვებისა და მომსახურების გუნდის მენეჯერის პოზიციაზე ქ. ბათუმში.

ვაკანსია: გაყიდვებისა და მომსახურების გუნდის მენეჯერი
ლოკაცია: ბათუმი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • გაყიდვებისა და მომსახურების გუნდის ყოველდღიური სამუშაო პროცესების ორგანიზება და კოორდინაცია;
  • დისტანციური გაყიდვების, მათ შორის სატელეფონო და ონლაინ გაყიდვების პროცესების მართვა და ეფექტიანობის მონიტორინგი;
  • გუნდის წევრების საქმიანობის მონიტორინგი, მხარდაჭერა და შედეგების შეფასება;
  • მომხმარებლებთან კომუნიკაციის ხარისხის კონტროლი და მომსახურების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
  • რთული და არასტანდარტული მომხმარებლების შემთხვევების მართვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება;
  • გაყიდვების მიზნების შესრულების მონიტორინგი, შედეგების ანალიზი და გუნდის ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
  • გაყიდვების პროცესში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და პროცესების გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი ინიციატივების შემუშავება;
  • გუნდის წევრებისთვის უკუკავშირის მიწოდება და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
  • შიდა პროცედურებისა და სამუშაო სტანდარტების დაცვის კონტროლი;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე (სასურველია რუსული ენის ცოდნაც);
  • საოფისე პროგრამების თავისუფლად ფლობა;
  • გაყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სატელეფონო, ონლაინ ან სხვა დისტანციური არხებით გაყიდვების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • გუნდის მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ლიდერობისა და გუნდის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
  • სამუშაო პროცესების ორგანიზებისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
  • შედეგებსა და მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: people.selection@outlook.com
ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ: გაყიდვებისა და მომსახურების გუნდის მენეჯერი – ბათუმი.

Information about vacant position:

Specialization/Specialty:
Sales Sales Team Leadership and Strategy
Industry / Field:
Recreation & Travel Leisure, Travel & Tourism,Hospitality
Seniority level:
Mid-Level
Schedule:
Full-time
Employment form:
Fixed-term contract
Work Location:
On site
Salary:
(+ Bonus)

Employer requirement:

Experience is mandatory:
Experience from 1 year
Specialization/Specialty(Mandatory):
Sales Sales Team Leadership and Strategy
Industry / Field(Mandatory):
Recreation & Travel Leisure, Travel & Tourism,Hospitality
Education level(s):
High School, Bachelor, Master, College, Doctor, Other
Languages:
Georgian,English,Russian
Views
Unique views