Today - 16 Dec
Standard
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Logistics / Transport
Driving a truck - Industry / Field: Transportation, Logistics & Supply Chain
Logistics & Supply Chain - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: Mobile field work
Employer requirement:
- Work Experience: Experience is not important - both inexperienced and experienced candidates will be considered
- Education level(s): High School, Bachelor, College
- Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
შპს „აიდიეს ბორჯომი თბილისი“ წარმოადგენს საერთაშორისო კომპანია IDS ბორჯომის ჯგუფის წევრს. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიერ წარმოებული მინერალური და წყაროს წყლის, ასევე ლიმონათისა და ენერგეტიკული სასმელის გაყიდვა და მიწოდება საქართველოს ტერიტორიაზე.
ბაზარზე ჩვენ ვყიდით ისეთ ლიდერ ბრენდებს, როგორიცაა: „ბორჯომი“, „ლიკანი“ და „ბაკურიანი“.
ლოგისტიკის დეპარტამენტში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს სატვირთო ავტომობილის მძღოლის პოზიციაზე.
ბაზარზე ჩვენ ვყიდით ისეთ ლიდერ ბრენდებს, როგორიცაა: „ბორჯომი“, „ლიკანი“ და „ბაკურიანი“.
ლოგისტიკის დეპარტამენტში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს სატვირთო ავტომობილის მძღოლის პოზიციაზე.
ოფისის მისამართი: ქ. თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-შაბათი, 08:30 სთ-დან 17:00 სთ-მდე;
ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული ხელფასი + გადაზიდული ტონაჟის მიხედვით (საშუალოდ 1900-2000 ლარი) + ყოველ სამ თვეში ერთხელ ბონუსი.
რისი გაკეთება მოგიწევთ:
- კომპანიის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა დადგენილი მარშრუტით;
- კომპანიის პროდუქციის უსაფრთხო ტრანსპორტირება დანიშნულ ადგილამდე;
- პროდუქციის გადმოტვირთვა და შეტანაში (სავაჭრო ობიექტზე) მონაწილეობის მიღება;
- შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა.
საქმის შესასრულებლად საჭირო კვალიფიკაცია უნარები და ცოდნა:
- საშუალო, პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
- გამოთვლების წარმოების უნარის ქონა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- აუცილებელია კანდიდატს ჰქონდეს მართვის მოწმობა C კატეგორია და დისტრიბუციის სფეროში მუშაობის მინ. 2 წლიანი გამოცდილება.
დამატებითი ინფორმაცია:
ჩვენ გთავაზობთ:
- საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას
- სამართლიან, გამჭირვალე შეფასების სისტემას
- კონკურენტუნარიან ბენეფიტების პაკეტს
- სამედიცინო დაზღვევას
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, ვისი მონაცემებიც მაქსიმალურად შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს.
შერჩევის ეტაპები:
გასაუბრება ეიჩართან და უშუალო ხელმძღვანელთან
დაინტერესებული პირები, განცხადების სრული ტექსტის სანახავად და სააპლიკაციო ფორმის შესავსებად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს https://cleverstaff.net/i/vacancy-N9YIqJ
გისურვებთ წარმატებებს!
დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ გვერდზე:
საქართველოს თავდაცვის კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, 17-დან 27 წლამდე მამრობითი სქესის კანდიდატის სამსახურში აყვანის წინაპირობაა: დამსაქმებლისთვის სამსახურში აყვანამდე წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.
თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
Apply (On another website)
Logistics / Transport
Driving a truck
Views
Unique views
Other jobs at company
