Full announcement text

This announcement is available only in Georgian language, please see the text below (You can also switch the site language from header language switcher)

"კაუკასუს აუტო", 21-წლიანი გამოცდილებითა და მილიონამდე იმპორტირებული ავტომობილით, 700-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. ლოგისტიკის, გაყიდვების, მომხმარებლებზე ზრუნვის, მარკეტინგის, ფინანსების, მენეჯმენტისა და ბიზნესის განვითარების პროფესიონალების მუშაობის შედეგად, დღეს “კაუკასუს აუტო” საერთაშორისო ლოჯისტიკური ინდუსტრიის ლიდერია. ვგეგმავთ ინოვაციურ პროექტებს, ვნერგავთ მრავალფეროვან და საინტერესო შესაძლებლობებს და ახალი მიზნებით მივიწევთ წინ. ოფისი 9 ქვეყანაში გვაქვს (საქართველო, უკრაინა, ემირატები, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, სომხეთი, აზერბაიჯანი, პოლონეთი) და საერთაშორისო ზრდას აქტიურად განვაგრძობთ.

მისი ისტორია 2004 წელს თბილისში დაიწყო და დღეს მოიცავს მილიონამდე იმპორტირებულ ავტომობილს, ათასობით წარმატების ისტორიას და 700-ზე მეტ პროფესიონალს. კომპანიის ზრდა და განვითარება შესაძლებელი გახდა სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალური თანამშრომლობით, რის შედეგადაც დღეს კომპანია ლოგისტიკის სფეროში მსოფლიო დონის ლიდერია.

'კაუკასუს აუტოში’ რუსთავის ფილიალისთვის ტერმინალის რეგისტრაციის სპეციალისტს ვეძებთ, რომლის მოვალეობაშიც შევა:
  • რუსთავის ტერმინალზე ავტომობილების რეგისტრაცია და გაშვება;
  • გასაფორმებელი ავტომობილების დოკუმენტაციის სწორად გაცემა;
  • CMR-ში გადაზიდული ავტომობილების რეგისტრაცია;
  • წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისწორის გადამოწმება და დეკლარანტისთვის გადაცემა;
  • შესაბამისი დოკუმენტების ატვირთვა RS.ge-ის სისტემაში.
  • განბაჟების ვადებთან და რიგებთან დაკავშირებით მომხმარებლებთან აქტიური კომუნიკაცია;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
  • მონაცემთა ბაზებთან, შიდა საოპერაციო პროგრამებთან და RS.ge-ის სისტემასთან მუშაობის გამოცდილება;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად.

შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: https://caucasusauto.selfrecruit.ge/6e84acb5-de27-4f9b-9f89-55e6c610155f

ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გუნდი, კარგი სამუშაო გარემო და განვითარების შესაძლებლობა. გელოდებით!

Information about vacant position:

Specialization/Specialty:
Logistics / Transport Port and Terminal OperationsAdministration / Business Management Registration
Industry / Field:
Transportation, Logistics & Supply Chain Import & Export
Seniority level:
Mid-Level
Schedule:
Full-time
Employment form:
Fixed-term contract
Work Location:
On site

Employer requirement:

Experience is mandatory:
Specialization/Specialty(Mandatory):
Logistics / Transport Port and Terminal OperationsAdministration / Business Management Registration
Industry / Field(Mandatory):
Transportation, Logistics & Supply Chain Import & Export
Seniority level:
Mid-Level
Education level(s):
Incomplete High School, High School, Bachelor, Master, Doctor, College, Other
Languages:
English,Russian
Views
Unique views