Today - 17 Dec
Standard
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Sales
Sales Management - Industry / Field: Consumer Products and Services
Consumer Services - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
- Salary: Fixed 1800(+ Bonus)
Employer requirement:
- Experience is mandatory:
- Specialization/Specialty(Mandatory):Sales
Sales Management - Industry / Field(Mandatory):Consumer Products and Services
Consumer Services - Seniority level: Mid-Level
- Education level(s): Bachelor, High School, Master, Doctor, College, Other
- Languages: Georgian,Russian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
ფიბი სერვისის აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - მოდულური სამზარეულოების გაყიდვების მენეჯერი,
ქალაქში - თბილისი,ჩვენ ვეძებთ არა უბრალოდ კონსულტანტს, არამედ ძლიერ გაყიდვების მენეჯერს, რომელსაც შეუძლია ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა, მათი საჭიროებების გაგება და პროდუქტის მიმართ ინტერესის რეალურ გარიგებებად ქცევა. კომპანია Larman-ი მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან მოდულურ სამზარეულოებს კონკურენტულ ფასად. ჩვენი პროდუქტის რეკომენდაცია მარტივია, თუმცა ვეძებთ ადამიანს, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ უპირატესობებზე საუბარი, არამედ პროფესიონალურად გაყიდვა.
ძირითადი მოვალეობები:
გუნდში ვეძებთ ადამიანს:
რას გთავაზობთ:
შემოსავალი:
სწავლება და განვითარება:
სამუშაო პირობები:
ვის ვეძებთ განსაკუთრებით?
ქალაქში - თბილისი,ჩვენ ვეძებთ არა უბრალოდ კონსულტანტს, არამედ ძლიერ გაყიდვების მენეჯერს, რომელსაც შეუძლია ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა, მათი საჭიროებების გაგება და პროდუქტის მიმართ ინტერესის რეალურ გარიგებებად ქცევა. კომპანია Larman-ი მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან მოდულურ სამზარეულოებს კონკურენტულ ფასად. ჩვენი პროდუქტის რეკომენდაცია მარტივია, თუმცა ვეძებთ ადამიანს, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ უპირატესობებზე საუბარი, არამედ პროფესიონალურად გაყიდვა.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლების დახვედრა, კონტაქტის დამყარება და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბება;
- საჭიროებების გამოვლენა, მომხმარებლის სურვილებისა და ბიუჯეტის გაგება;
- სამზარეულოების, მასალების, პროდუქტის შესაძლებლობებისა და უპირატესობების პროფესიონალური პრეზენტაცია;
- ოპტიმალური გადაწყვეტილებების შერჩევა სივრცის ზომების, სურვილებისა და ბიუჯეტის გათვალისწინებით;
- სამზარეულოს პროექტების შემუშავება სპეციალურ პროგრამაში და ღირებულების დათვლა;
- წინააღმდეგობებთან მუშაობა, მოლაპარაკებების წარმოება და გარიგებების დახურვა;
- მომხმარებლის თანხლება პირველი მომართვიდან შეკვეთის გაფორმებამდე;
- კლიენტთა ბაზის წარმოება და CRM სისტემაში მუშაობა.
გუნდში ვეძებთ ადამიანს:
- ვისაც აქვს გაყიდვების გამოცდილება ავეჯის სფეროში (სამზარეულოების გაყიდვის გამოცდილება ჩაითვლება დიდ უპირატესობად);
- შეუძლია გაყიდვა და არა მხოლოდ კონსულტაციის გაწევა;
- არის ქარიზმატული, ენერგიული, შეგიძლია ადამიანის კეთილგანწყობისა და ნდობის მოპოვება;
- შეუძლია მოსმენა, სწორი კითხვების დასმა და იმის გაგება, თუ რა სჭირდება რეალურად მომხმარებელს;
- თავდაჯერებულად მუშაობს წინააღმდეგობებთან და შეუძლია მოლაპარაკებების საბოლოო პროცესამდე მიყვანა;
- ორიენტირებულია შედეგზე, გეგმის შესრულებასა და საკუთარ შემოსავალზე;
- ფლობს კომპიუტერულ უნარებს და მზად არის შეისწავლოს CRM სისტემა და სამზარეულოს პროექტირების პროგრამა;
- თავისუფლად ფლობს ქართულ და რუსულ ენებს.
რას გთავაზობთ:
შემოსავალი:
- ფიქსირებული ხელფასი — 1 800 ლარი (NET);
- დამატებით — 5% თითოეული გაყიდვიდან;
- ერთი სამზარეულოს ღირებულება იწყება 5 000 ლარიდან (მაგალითად, 5 000 ლარიანი სამზარეულოს გაყიდვისას მენეჯერი იღებს 250 ლარ ბონუსს);
- შენი შემოსავალი პირდაპირ არის დამოკიდებული შენი მუშაობის შედეგზე;
სწავლება და განვითარება:
- პროფესიონალური ტრენინგი პროდუქტის შესახებ უშუალოდ მწარმოებელი ქარხნისგან;
- გაყიდვების ტექნიკისა და მომხმარებლებთან მუშაობის სწავლება;
- სამზარეულოს პროექტირების პროგრამის შესწავლა;
- გუნდისა და ხელმძღვანელობის მხარდაჭერა;
- ჩვენ მზად ვართ ჩავდოთ ინვესტიცია ძლიერი გამყიდველის სწავლებაში, მაშინაც კი, თუ მას არ აქვს კონკრეტულად მოდულურ სამზარეულოებთან მუშაობის გამოცდილება.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი 68;
- გრაფიკი: 5/2 მცოცავი გრაფიკი, სამუშაო და დასვენების დღეებით ცვლების განრიგის მიხედვით (დასვენების დღეები შესაძლოა არ დაემთხვეს კალენდარულ შაბათ-კვირას). სამუშაო საათები: 11:00-დან 19:00-მდე.
ვის ვეძებთ განსაკუთრებით?
- ადამიანს, რომელსაც უყვარს გაყიდვები, შეუძლია მომხმარებლების მოხიბვლა, კარგად გრძნობს ადამიანებს, არ ეშინია შედეგზე პასუხისმგებლობის აღების და სურს კარგი შემოსავლის მიღება;
- თუ იცი საკუთარი თავის ფასი, შეგიძლია გაყიდვა და გსურს ხარისხიან პროდუქტთან მუშაობა — მოხარული ვიქნებით შენთან თანამშრომლობით ! — Larman
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/zWbIKKyc
Apply (On another website)
Sales
Sales Management
Views
Unique views
