Full announcement text

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

მაღაზიათა ქსელი "მინისო" მსოფლიოს 100 ქვეყანაში, 5000-ზე მეტი ფილიალითაა წარმოდგენილი და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად და წარმატებულ ბრენდად არის აღიარებული. "მინისოს" დახლები 12 კატეგორიის პროდუქციას აერთიანებს და სხვადასხვა ქვეყნის წარმოების, 10, 000-ზე მეტი დასახელების ნივთს იტევს. "მინისო ჯორჯია" საქართველოში 2016 წლის დეკემბრიდან ოპერირებს და დღეის მდგომარეობით 26 მაღაზიით არის წარმოდგენილი.

"მინისო ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას დაცვის ოფიცერის პოზიციაზე ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები:
  • ობიექტზე სხვადასხვა დარღვევისა და ინციდენტის დროული აღმოჩენა და შესაბამისი რეაგირება;
  • ობიექტის, თანამშრომლების, მომხმარებლებისა და კომპანიის ქონების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
  • საეჭვო პირების ან სიტუაციების გამოვლენა და საჭიროების შემთხვევაში ობიექტიდან გაყვანა;
  • კონფლიქტური სიტუაციების მართვა და პრევენცია;
  • დარღვევებისა და ინციდენტების სათანადოდ დაფიქსირება და შესაბამისი ჩანაწერების/დოკუმენტაციის წარმოება;
  • საჭიროების შემთხვევაში პოლიციასთან, სახანძრო სამსახურთან და სხვა შესაბამის სამსახურებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა;
  • სამართალდარღვევის ან სხვა ინციდენტის შემთხვევაში პოლიციის დროული ინფორმირება, შემთხვევის შესახებ საჭირო ინფორმაციის მიწოდება და საქმის შემდგომი წარმოების პროცესში მონაწილეობა;
  • უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობის უშუალო დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

მოთხოვნები:
  • პუნქტუალურობა
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • თავაზიანი;
  • დისციპლინირებული;

სამუშაო პირობები:
  • კვირაში 6 სამუშაო დღე; 40 სამუშაო საათი კვირაში;
  • გრაფიკი: ცვლებში;
  • ანაზღაურება 1500 ლარი;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • თანამშრომლებისთვის ფასდაკლება პროდუქციაზე;


თუ თქვენ გსურთ, იმუშაოთ მეგობრულ გარემოში და გქონდეთ კარიერული ზრდის შესაძლებლობა, მაშინ გამოაგზავნეთ თქვენი CV.

წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/UB2ShQ4d

Information about vacant position:

Specialization/Specialty:
Security / Protection Facility Security
Industry / Field:
Retail Retail
Seniority level:
Entry-Level
Schedule:
Full-time
Employment form:
Fixed-term contract
Work Location:
On site
Salary:
Fixed 1500
Additional benefits:
Health insurance,Discounts in our/partner companies

Employer requirement:

Experience is desired:
Specialization/Specialty(Desired):
Security / Protection Facility Security
Industry / Field(Desired):
Retail Retail
Seniority level:
Entry-Level
Education level(s):
Other, Master, Bachelor, High School, College, Doctor, Incomplete High School
Languages:
Georgian
Views
Unique views