Full announcement text
This announcement is available only in Georgian language, please see the text below (You can also switch the site language from header language switcher)
ძირითადი მოვალეობები
- ორი კომპანიის ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვის წარმოება, შესაბამისი დეკლარაციებისა და საგადასახადო დოკუმენტაციის მომზადება და წარდგენა.
- ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადებების ადმინისტრირება, საგადასახადო ვალდებულებებისა და ვადების კონტროლი.
- თანამშრომელთა სახელფასო აღრიცხვის წარმოება, მათ შორის უცხოელი თანამშრომლების შემთხვევაშიც
- რესტორნების ყოველთვიური ფინანსური შედეგების შეჯამება და P&L ანგარიშების მომზადება.
- მარაგების, პროდუქციის თვითღირებულების (COGS), ინვენტარიზაციისა და საოპერაციო ხარჯების აღრიცხვა და კონტროლი.
- საბანკო ოპერაციების, სალარო ნაშთებისა და მომწოდებლებთან ანგარიშსწორებების აღრიცხვა და შეჯერება.
- POS სისტემის, საბანკო ტერმინალებისა და Wolt/Glovo პლატფორმების მონაცემების ფინანსურ ჩანაწერებთან შეჯერება.
- კომპანიებს შორის ფინანსური ოპერაციების აღრიცხვა და შესაბამისი ფინანსური ანგარიშგების მომზადება.
- წლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადება და შესაბამის სახელმწიფო უწყებებში წარდგენა.
- ფინანსური დოკუმენტაციის მოწესრიგება და შემოსავლების სამსახურთან საჭირო კომუნიკაციის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტრული აღრიცხვის ან ეკონომიკის მიმართულებით.
- საქართველოში ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 4-წლიანი გამოცდილება.
- RS.ge-ზე საგადასახადო დეკლარაციების დამოუკიდებლად მომზადებისა და წარდგენის პრაქტიკული გამოცდილება.
- მინიმუმ 50 თანამშრომლის სახელფასო აღრიცხვის გამოცდილება.
- საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შრომითი კანონმდებლობის ცოდნა.
- ფინანსური ანგარიშგებისა და მენეჯმენტისთვის P&L ანგარიშების მომზადების გამოცდილება.
- Excel-ის ან Google Sheets-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა და აუცილებელია ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ფლობა.
დამატებით უპირატესობად ჩაითვლება
- რესტორნის, სასტუმროს ან საცალო ვაჭრობის სფეროში მუშაობის გამოცდილება.
- მარაგების, ინვენტარიზაციისა და პროდუქციის თვითღირებულების მართვის ცოდნა.
- Oris, FINA, 1C ან Odoo პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.
- GFPAA, ACCA ან სხვა პროფესიული სერტიფიკატი.
- რამდენიმე კომპანიის ერთდროული საბუღალტრო აღრიცხვის გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ
- ანაზღაურება 3000 ლარიდან, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
- ჯანმრთელობის დაზღვევას.
- კვებას კომპანიის რესტორნებში.
- სასიამოვნო სამუშაო გარემოს.
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგვიგზავნონ CV მეილზე, სახელწოდებით ,,მთავარი ბუღალტერი’’ მეილი: hr@alfredo-trattoria.com
Information about vacant position:
- Specialization/Specialty:
- Accounting / Finance
Accounting - Industry / Field:
- Recreation & Travel
Restaurant/Cafe/Bar - Seniority level:
- Senior-Level
- Schedule:
- Full-time
- Employment form:
- Fixed-term contract
- Work Location:
- On site
- Salary:
- Fixed 3000
Employer requirement:
- Experience is mandatory:
- Experience from 4 years
- Specialization/Specialty(Mandatory):
- Accounting / Finance
Accounting - Industry / Field(Mandatory):
- Recreation & Travel
Restaurant/Cafe/Bar - Seniority level:
- Senior-Level
- Education level(s):
- Bachelor, Master, Doctor
- Languages:
- Georgian,English