Հայտարարության ամբողջական տեքստը
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
„წისქვილი ჯგუფი“ ტრადიციული ქართული გემოების, ატმოსფეროსა და კულტურის ერთობლიობაა, რომელიც 2002 წლიდან მასპინძლობს სტუმრებს. წისქვილში შექმნილი გარემო, თავს გვახვევს ნოსტალგიურ განწყობას და პირდაპირ ასოცირდება იმ ტრადიციებთან, რაც წლების განმავლობაში ქმნიდა ფაქტობრივად ბრენდად ჩამოყალიბებულ - „ქართულს“. „წისქვილს“ მისი ხარისხისა და სტუმარ-მასპინძლობის დამსახურებით, არსებობის დღიდან აქვს მიღებული საკმაოდ მნიშვნელოვანი ჯილდოები (Brand Award 2005-2012, International NBR Award, Tripadvisor Certificate Of Excellence Winner და სხვა..). მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ „წისქვილი ჯგუფი“-ს პირველი ფილიალი ქვეყნის ფარგლებს მიღმა, სულ მალე გერმანიაში, ქალაქ ბერლინში გვიმასპინძლებს და ვაცხადებს ვაკანსიას შეფ-მზარეულის პოზიციაზე!
პოზიციის დასახელება: შეფ-მზარეული
სამუშაო ადგილი: გერმანია, ბერლინი
ძირითადი მოვალეობები:
- საჭირო ნედლეულის ნაშთის ყოველდღიური შემოწმება, ნედლეულის ხარისხისა და შენახვის პირობების მონიტორინგი;
- სამუშაო სივრცეებში განთავსებული დანადგარებისა თუ მოწყობილობების ტექნიკური და ვიზუალური მონიტორინგი;
- სამზარეულოს პერსონალის სამუშაო დღის დაგეგმვა და მიმდინარე პროცესების გადანაწილება;
- კერძების მომზადების პროცესში, მზარეულების მხრიდან, წინასწარ გაწერილი ტექნოლოგიური ბარათების მიხედვით კერძების მომზადების მონიტორინგი;
- ახალი კერძებისა და შესაბამისად ტექნოლოგიური ბარათების შექმნა-მომზადების პროცესში მონაწილეობა;
- საშტატო განრიგის შედგენა და დასწრების მონიტორინგი;
- პრაქტიკანტების მომზადების პროცესის დაგეგმვა და მონიტორინგი;
- თანამშრომლებისათვის დეტალური ინსტრუქტაჟის ჩატარება სამუშაო სივრცეებში განთავსებული დანადგარებისა და მოწყობილობების ექსპლუატაციის, აგრეთვე უსაფრთხოებისა და HACCP სტანდარტების შესახებ.
აუცილებელი მოთხოვნები:
- აუცილებელია სამზარეულოში მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება.
- უპირობოდ აუცილებელია 2+ წლიანი სამუშაო გამოცდილება შეფ-მზარეულის ან აღმასრულებელი შეფ-მზარეულის პოზიციაზე;
- აუცილებელია მუშაობის გამოცდილება ქართულ რესტორანში გერმანიაში;
- კულინარიული პრაქტიკებისა და სამზარეულო ინგრედიენტების მაღალ დონეზე ცოდნა;
- ქართული სამზარეულოს და ტრადიციული კერძების მომზადების წესის სრულფასოვნად ცოდნა;
- გუნდისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი/გამოცდილება აუცილებელია.
- პრიორიტეტი მიენიჭება კულინარიული განათლების მქონე კანდიდატს.
პიროვნული თვისებები:
- დინამიკურ პროცესებთან სწრაფად ადაპტირების უნარი;
- გუნდის მოტივირებისა და სწორად მართვის უნარი;
- გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
- დროისა და პრცესების სწორად მართვის უნარი.
თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და ამავდროულად გსურთ შემოუერთდეთ „წისქვილი ჯგუფის“ პროფესიონალთა გუნდს, გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე hr@tsiskvili.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!
Տեղեկություն թափուր պաշտոնի մասին:
- Մասնագիտացում/մասնագիտություն:
- Հյուրանոց / Ռեստորան / Սննդի մատակարարում
Խոհանոցի գործառնությունների կառավարում - Ոլորտ / Բնագավառ:
- Հանգիստ և ճանապարհորդություններ
Ռեստորան/սրճարան/բար - Մասնագիտական փորձի մակարդակ:
- Ավագ մակարդակ
- Ժամանակացույց:
- Լրիվ դրույք
- Զբաղվածության աստիճան:
- Ժամկետային պայմանագիր
- Աշխատանքի վայր:
- Աշխատավայրում
Գործատուի պահանջ:
- Փորձը պարտադիր է:
- սկսած 2-ից մինչև 5 տարի
- Մասնագիտացում/մասնագիտություն(Ցանկալի):
- Հյուրանոց / Ռեստորան / Սննդի մատակարարում
Խոհանոցի գործառնությունների կառավարում - Ոլորտ / Բնագավառ(Ցանկալի):
- Հանգիստ և ճանապարհորդություններ
Ռեստորան/սրճարան/բար - Մասնագիտական փորձի մակարդակ:
- Ավագ մակարդակ
- Կրթության մակարդակ(ներ):
- Բակալավր, Մագիստրոս, Դոկտոր
- Լեզուներ:
- Վրացերեն
