Հայտարարության ամբողջական տեքստը

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

GLARROS Hotel Tbilisi — სტუმარმასპინძლობის სფეროში პრემიუმ კატეგორიის სასტუმრო - აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის - პოზიციაზე.

ჩვენი გუნდი ორიენტირებულია თანამშრომლებისთვის კეთილგანწყობილი, სტაბილური და პროფესიული სამუშაო გარემოს შექმნაზე. ჩვენთან დაგხვდებათ თანამშრომლობაზე დაფუძნებული გუნდი და შესაძლებლობა, გახდეთ სასტუმროს ყოველდღიური საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი.

საქმიანობის სფერო:
  • თანამშრომლების ყოველდღიური IT მხარდაჭერა.
  • თანამშრომელთა ანგარიშებისა და წვდომების მართვა
  • კომპიუტერების, ლეპტოპების, პრინტერებისა და პროგრამების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.
  • PMS, POS, IP ტელეფონიის, IPTV და Smart TV სისტემების ტექნიკური მხარდაჭერა.
  • სასტუმროს სტუმრების Wi-Fi ქსელის ტექნიკური მხარდაჭერა
  • ვიდეოკამერებისა და ჩამწერი მოწყობილობების ყოველდღიური ტექნიკური კონტროლი და კონფიგურაცია
  • მარტივი მონტაჟი, დემონტაჟი, გადაადგილება და კონფიგურაცია
  • ქსელური მოწყობილობების (როუტერები, სვიჩები და სხვა) საბაზისო ტექნიკური გამართვა
  • IT ინციდენტების იდენტიფიცირება, პირველადი დიაგნოსტიკა და დროული რეაგირება
  • IT ტექნიკის ინვენტარიზაცია და აღრიცხვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უპირატესობა მიენიჭება სასტუმროს სფეროში მუშაობის გამოცდილებას, განსაკუთრებით PMS, POS, IP ტელეფონიისა და IPTV სისტემებთან შეხებას
  • კომპიუტერული ტექნიკისა და საოფისე მოწყობილობების გამართვის პრაქტიკული გამოცდილება
  • პროგრამული სისტემების ინსტალაციისა და კონფიგურაციის ცოდნა

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო ადგილი: ლესელიძე, თავისუფლები მოედანი - კოტე აფხაზის ქ. 15;
  • სამუშაო გრაფიკი: 5/2 - 09:00 - 18:00
  • უზრუნველყოფილი კვება
  • ანაზღაურება: 1700/2000 GEL (NET) - გამოცდილების მიხედვით

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ, თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: hrglarros@gmail.com / Subject / პოზიციის დასახელება - IT Specialist

მადლობა, რომ დაინტერესდით "GLARROS Hotel Tbilisi"-ით. მოხარული ვიქნებით, თუ ჩვენი გუნდის წევრი გახდებით.

თუ იცნობთ ადამიანს, ვისთვისაც აღნიშნული პოზიცია/ვაკანსია საინტერესო იქნება, გთხოვთ, გაუზიაროთ ჩვენი ვაკანსია.

Տեղեկություն թափուր պաշտոնի մասին:

Մասնագիտացում/մասնագիտություն:
Հյուրանոց / Ռեստորան / Սննդի մատակարարում ԱյլՏեղեկատվական տեխնոլոգիաներ ՏՏ աջակցություն
Ոլորտ / Բնագավառ:
Հանգիստ և ճանապարհորդություններ Ժամանց, ճանապարհորդություններ և զբոսաշրջություն
Մասնագիտական փորձի մակարդակ:
Միջին մակարդակ
Ժամանակացույց:
Լրիվ դրույք
Զբաղվածության աստիճան:
Ժամկետային պայմանագիր
Աշխատանքի վայր:
Աշխատավայրում
Աշխատավարձ:
Ֆիքսված 1700 - 2000
Լրացուցիչ առավելություններ:
Անվճար սնունդ

Գործատուի պահանջ:

Փորձը ցանկալի է:
Մասնագիտացում/մասնագիտություն(Պարտադիր):
Հյուրանոց / Ռեստորան / Սննդի մատակարարում ԱյլՏեղեկատվական տեխնոլոգիաներ ՏՏ աջակցություն
Ոլորտ / Բնագավառ(Ցանկալի):
Հանգիստ և ճանապարհորդություններ Ժամանց, ճանապարհորդություններ և զբոսաշրջություն
Կրթության մակարդակ(ներ):
Միջնակարգ կրթություն, Բակալավր, Մագիստրոս, Դոկտոր, Քոլեջ, Այլ
Լեզուներ:
Վրացերեն
Դիտումներ
Եզակի դիտումներ