Հայտարարության ամբողջական տեքստը

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
თოდუას კლინიკა აცხადებს ვაკანსიას პაციენტთა კვების უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

კლინიკის ახალი სამზარეულოსთვის ვეძებთ გამოცდილ და პასუხისმგებლიან პროფესიონალს, რომელიც უხელმძღვანელებს სამსახურის საქმიანობას და უზრუნველყოფს პაციენტების ხარისხიან, უსაფრთხო და შესაბამისი სტანდარტებით ორგანიზებულ კვებას.

ძირითადი მოვალეობები:
  • სამსახურის ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა;
  • პაციენტთა დიეტური მოთხოვნების შესაბამისი მენიუს შემუშავების კოორდინაცია დიეტოლოგთან თანამშრომლობით;
  • საკვების მომზადებისა და მიწოდების პროცესის ორგანიზება და ხარისხის კონტროლი;
  • სურსათის უვნებლობისა და ჰიგიენის სტანდარტების (HACCP) დაცვის უზრუნველყოფა;
  • პერსონალის მართვა, სამუშაო პროცესების ორგანიზება და ზედამხედველობა;
  • პროდუქტების შესყიდვების დაგეგმვა, მარაგებისა და ხარჯების კონტროლი;
  • შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოებისა და დადგენილი სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მასობრივი ან საზოგადოებრივი კვების ორგანიზებისა და მართვის გამოცდილება;
  • უპირატესობა მიენიჭება სამედიცინო დაწესებულებაში, სასტუმროს ან კეიტერინგის სფეროში მუშაობის გამოცდილებას;
  • სურსათის უვნებლობის, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და HACCP-ის პრინციპების ცოდნა;
  • პერსონალისა და სამუშაო პროცესების მართვის გამოცდილება;
  • სასურველია დიეტური და სამკურნალო კვების ძირითადი პრინციპების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ლიდერობისა და გუნდის მართვის უნარი;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ეფექტიანი კომუნიკაციისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და პრობლემების გადაჭრის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:
სამუშაო ადგილი: თბილისი, თევდორე მღვდლის ქ. 13.
სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 9:00-17:00 სთ.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/gxg3Jjuc

Տեղեկություն թափուր պաշտոնի մասին:

Մասնագիտացում/մասնագիտություն:
Հյուրանոց / Ռեստորան / Սննդի մատակարարում Խոհանոցի գործառնությունների կառավարում
Ոլորտ / Բնագավառ:
Առողջապահություն Հիվանդանոցներ և առողջապահություն
Մասնագիտական փորձի մակարդակ:
Միջին մակարդակ
Ժամանակացույց:
Լրիվ դրույք
Զբաղվածության աստիճան:
Ժամկետային պայմանագիր
Աշխատանքի վայր:
Աշխատավայրում

Գործատուի պահանջ:

Փորձը պարտադիր է:
Մասնագիտական փորձի մակարդակ:
Միջին մակարդակ
Կրթության մակարդակ(ներ):
Միջնակարգ կրթություն, Բակալավր, Մագիստրոս, Դոկտոր, Քոլեջ
Լեզուներ:
Վրացերեն
Դիտումներ
Եզակի դիտումներ