Հայտարարության ամբողջական տեքստը

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

ჩვენ ვაშენებთ TechCo-ს, უფრო მეტს ვიდრე ტრადიციულ ტელეკომ კოპანიას, რომელიც ქმნის ციფრულ პროდუქტებს, მუშაობს მონაცემებზე და სწრაფად გადააქცევს იდეებს რეალურ შედეგებად.

ჩვენთვის კავშირი არ ნიშნავს მხოლოდ ქსელს. ეს ნიშნავს ადამიანებისა და შესაძლებლობების დაახლოებას ციფრული პროდუქტების განვითარებით, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - მომხმარებლისთვის უნიკალური პერსონალიზებული გამოცდილების შექმნით.

ჩვენი მისია მარტივი და ამბიციურია:
„ვქმნით შესაძლებლობებს ადამიანებისთვის და ვაახლოებთ მათ ერთმანეთთან"

სელფიში მუშაობა ნიშნავს იყო ტრანსფორმაციის მონაწილე, რომელიც განსაზღვრავს როგორი იქნება საქართველოს ციფრული სამყარო მომდევნო წლებში.

სელფიში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს შესყიდვების სპეციალისტის როლზე.

ამ როლში შენ:
  • გააანალიზებ შიდა კლიენტების შესყიდვის მოთხოვნებს, დააზუსტებ სპეციფიკაციებს და გაუწევ მათ კონსულტაციას პროცესის დაწყებაზე;
  • მოიძიებ მომწოდებლებს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე, ჩაატარებ ბაზრისა და ფასების ანალიზს;
  • მოამზადებ სატენდერო დოკუმენტაციას (RFQ/ITT/RFP), ჩაატარებ ტენდერებს და შეადარებ კომერციულ წინადადებებს კომპანიის წესების დაცვით;
  • შეაფასებ და შეარჩევ მომწოდებლებს, მოამზადებ რეკომენდაციას გამარჯვებულზე და ჩაატარებ ახალი მომწოდებლების ონბორდინგს;
  • მონაწილეობას მიიღებ მოლაპარაკებებში ფასის, მიწოდების ვადებისა და გადახდის პირობების გასაუმჯობესებლად, ხელშეკრულების პირობებს კი იურიდიულ სამსახურთან ერთად შეათანხმებ;
  • გაუწევ ადმინისტრირებას გაფორმებულ ხელშეკრულებებს, აკონტროლებ შესრულებას და გამონაკლის შემთხვევებს ხელმძღვანელს მიაწვდი;
  • გააანალიზებ ხარჯებსა და ფლობის ჯამურ ღირებულებას (TCO) და გამოავლენ დაზოგვის შესაძლებლობებს;
  • აწარმოებ შესყიდვების დოკუმენტაციასა და ანგარიშგებას, უზრუნველყოფ პოლიტიკასთან შესაბამისობასა და აუდიტისთვის მზადყოფნას;
  • ითანამშრომლებ ბიზნეს ერთეულებთან, ფინანსურ, იურიდიულ და ლოჯისტიკის სამსახურებთან პრიორიტეტებისა და მოთხოვნების შესათანხმებლად

თუ ეს როლი გაინტერესებს, აუცილებელია გქონდეს:
  • უმაღლესი განათლება ბიზნესის, ეკონომიკის, ფინანსების, ლოჯისტიკის ან მომიჯნავე მიმართულებით;
  • შესყიდვების სფეროში მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება და შესყიდვების სრული ციკლის ზოგადი ცოდნა;
  • მომწოდებლებთან კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების გამოცდილება;
  • ტენდერებისა და მომწოდებლების შერჩევის ძირითადი პრინციპების, ხელშეკრულების პირობებისა და Incoterms-ის საბაზისო ცოდნა;
  • ფასებისა და კომერციული წინადადებების შედარებითი ანალიზის, ასევე ხარჯებისა და TCO-ს ანალიზის უნარი;
  • MS Excel-ის კარგი ცოდნა (ფორმულები, Pivot ცხრილები) და MS Office-ის სხვა პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე;
  • ანალიტიკური აზროვნება, დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობა;
  • ორგანიზებულობა, პარალელურად რამდენიმე პროცესის მართვის უნარი და გუნდური მუშაობა.

დამატებით უპირატესობად ჩაითვლება:
  • ERP სისტემებში (მაგ. SAP, Oracle, 1C) მუშაობის გამოცდილება;
  • ტელეკომუნიკაციის ან IT სფეროში შესყიდვების გამოცდილება (ქსელური და IT აღჭურვილობა, მომსახურება);
  • საერთაშორისო მომწოდებლებთან და იმპორტის პროცესებთან მუშაობის გამოცდილება.

გამოგვიგზავნე განაცხადი და გახდი ჩვენი გუნდის წევრი!
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 10 დეკემბერი, 2026.

რატომ სელფი
ჩვენ ვმუშაობთ მკაფიო მიზნებით და გაზომვადი შედეგებით.
ჩვენთან ყველა ინიციატივას აქვს რეალური ბიზნეს ეფექტი და ქმნის ღირებულებას მომხმარებლებისათვის.

ჩვენ ვაფასებთ:
  • პასუხისმგებლობას (Ownership)
  • საქმის ხახრისხიან შესრულებას
  • პროფესიული ზრდისა და ერთმანეთის განვითარების სურვილს.

სელფი მობაილში შეგიძლია:
  • დასახო ამბიციური მიზნები
  • თამამად გამოხატო შენი აზრი
  • ჩაძიებით მოძებნო უკეთესი გამოსავალი
  • ისწავლო და ასწავლო სხვებს.

ჩვენი კულტურა ემყარება ხუთ პრინციპს:
  • ფოკუსი ადამიანზე - თანამშრომლებზე და მომხმარებლებზე ზრუნვა
  • პასუხისმგებლობა - "შედეგებზე სრული პასუხისმგებლობის აღება, ფორმალური როლის ფარგლებს მიღმაც"
  • სიახლეების ძიება - კითხვები, ჩაძიება და იდეების ქმედებად გარდაქმნა
  • კეთილსინდისიერება - სიტყვა და მოქმედება თანმიმდევრულია
  • გუნდურობა - „ჩვენ“ ყოველთვის უფრო მაღალია „მე“-ზე.

იხილეთ განცხადების სრული ტექსტი ბმულზე https://cellfie.selfrecruit.ge/s/iC0NH

Տեղեկություն թափուր պաշտոնի մասին:

Մասնագիտացում/մասնագիտություն:
Գնումներ Գնումների կառավարում,Գնումների վերլուծություն,Գնումների վճարման գործընթացի օպտիմալացում
Ոլորտ / Բնագավառ:
Սարքավորումներ և ցանցեր Հեռահաղորդակցություն
Մասնագիտական փորձի մակարդակ:
Միջին մակարդակ
Ժամանակացույց:
Լրիվ դրույք
Զբաղվածության աստիճան:
Ժամկետային պայմանագիր
Աշխատանքի վայր:
Աշխատավայրում
Լրացուցիչ առավելություններ:
Առողջության ապահովագրություն,Կորպորատիվ բջջային փաթեթ

Գործատուի պահանջ:

Փորձը պարտադիր է:
սկսած 1-ից մինչև 2 տարի
Մասնագիտացում/մասնագիտություն(Պարտադիր):
Գնումներ Գնումների կառավարում,Գնումների վերլուծություն,Գնումների վճարման գործընթացի օպտիմալացում
Ոլորտ / Բնագավառ(Պարտադիր):
Սարքավորումներ և ցանցեր Հեռահաղորդակցություն
Մասնագիտական փորձի մակարդակ:
Միջին մակարդակ
Կրթության մակարդակ(ներ):
Բակալավր, Մագիստրոս, Դոկտոր
Լեզուներ:
Անգլերեն,Վրացերեն
Դիտումներ
Եզակի դիտումներ