Հայտարարության ամբողջական տեքստը

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

კომპანია "ევროპროდუქტი", როგორც იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია, საქართველოს ბაზარზე პირველად 2004 წელს გამოჩნდა და მომხმარებელს გაეცნო დაახლოებით 150-მდე ექსკლუზიური ბრენდის იმპორტით, მათ შორის Valio, Frico, Elpozo, Arla, Bayernland და სხვა.. 2014 წლიდან, ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, შეექმნა საკუთარი, საცალო სავაჭრო ქსელი და ამრიგად, დღეისათვის საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია 43 ბრენდული მარკეტი სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს პრემიუმ ხარისხის პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად! დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge

კომპანია „ევროპროდუქტი“ აცხადებს ვაკანსიას ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.

სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 40 საათი 5 სამუშაო დღე)
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ავჭალა, გაგრის ქუჩა #2;

ფუნქცია-მოვალეობები:
  • ასაღწერი ობიექტის სრული ინვენტარიზაცია;
  • ძირითადი საშუალებებისთვის უნიკალური კოდის მინიჭება (დასტირეკება);
  • ფილიალებში არსებული ძირითადი საშუალელების პერიოდული ინვენტარიზაცია მარაგებთან ერთდ მინიმუმ სამ თვეში ერთელ;
  • ინვენტარიზაცის შედეგად მიღებული ინფორმაციის ასახვა პროგრამულად, ინსტრუქციის შესაბამისად;
  • ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით, საჭირო დოკუმენტაციის შედგენის პროცესში ჩართულობა;
  • ბუღალტრულ და ფაქტიურ ნაშთებს შორის შედარების მოხდენა. გამოვლენილი განსხვავებების ხელმეორედ გადამოწმება;
  • გადამოწმების დასრულებისთანავე სხვაობებზე რეპორტინგის მომზადება და ინფორმაციის მიწოდება ობიექტის ხელმძღვანელისთვის;
  • პროდუქციის ვადების შემოწმება შერჩევით;
  • FIFO-ს მეთოდის პრინციპით თაროებზე ვადების მიხედვით განლაგების შემოწმება. დაუშვებელია უკანა რიგებში მდებარეობდეს უფრო ძველი ვადის მქონე პროდუქტი.

მოთხოვნები:
  • სასურველია უმაღლესი განათლება შესაბამისი განხრით;
  • სასურველია მუშაობის 1 წლის გამოცდილება;
  • სასურველია ბუღალტრული პროგრამა APEX-ის ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office) ცოდნა;

პიროვნული თვისებები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • მიზანდასახულობა;
  • დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების უნარი;

კომპანია „ევროპროდუქტი“ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას და უზრუნველყოფილი იქნებით სამსახურეობრივი მოვალეობების შესასრულებლად ყველა საჭირო დამატებითი რესურსით.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@europroduct.ge გთხოვთ, „subject”-ში მიუთითეთ სასურველი თანამდებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) არაუმეტეს 12 თვის ვადით თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები „ევროპროდუქტი“-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.

„ევროპროდუქტი“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!

Տեղեկություն թափուր պաշտոնի մասին:

Մասնագիտացում/մասնագիտություն:
Լոգիստիկա / Տրանսպորտ Պաշարների կառավարում
Ոլորտ / Բնագավառ:
Մանրածախ առևտուր Մանրածախ առևտուր,Սուպերմարկետներ
Մասնագիտական փորձի մակարդակ:
Սկսնակ մակարդակ
Ժամանակացույց:
Լրիվ դրույք
Զբաղվածության աստիճան:
Ժամկետային պայմանագիր
Աշխատանքի վայր:
Աշխատավայրում

Գործատուի պահանջ:

Փորձը ցանկալի է:
Փորձ սկսած 1 տարի
Մասնագիտացում/մասնագիտություն(Ցանկալի):
Լոգիստիկա / Տրանսպորտ Պաշարների կառավարում
Ոլորտ / Բնագավառ(Ցանկալի):
Մանրածախ առևտուր Մանրածախ առևտուր,Սուպերմարկետներ
Մասնագիտական փորձի մակարդակ:
Սկսնակ մակարդակ
Կրթության մակարդակ(ներ):
Բակալավր
Լեզուներ:
Վրացերեն
Դիտումներ
Եզակի դիտումներ