Հայտարարության ամբողջական տեքստը

This announcement is available only in Georgian language, please see the text below (You can also switch the site language from header language switcher)

სასტუმრო „ხედი“ (Khedi Hotel) აცხადებს ვაკანსიას მიღება-განთავსების ადმინისტრატორის (Receptionist) პოზიციაზე

სასტუმროს შესახებ:
„ხედი“ არის თანამედროვე პრემიუმ-კლასის სასტუმრო, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა კატეგორიის 57 ნომერს, პანორამულ რესტორან-ტერასა „ხედს“, ავთენტურ აზიურ რესტორანს, საკონფერენციო დარბაზსა და ფიტნეს-კლუბს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • სტუმრების მიღება, რეგისტრაცია და გაცილება სასტუმროს მომსახურების მაღალი სტანდარტების დაცვით;
  • ცვლის მიღება-ჩაბარება, საოპერაციო პროგრამაში არსებული ინფორმაციის გადამოწმება და მართვა;
  • ჯავშნების მიღება, სისტემაში ასახვა და მიმდინარე მონიტორინგი;
  • სტუმრებისთვის სასტუმროს ოთახების, ტარიფების, სერვისებისა და ობიექტების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
  • სტუმრების მოთხოვნებსა თუ შენიშვნებზე დროული, ეფექტური და პროფესიული რეაგირება;
  • ფინანსური ანგარიშსწორების წარმოება და საოპერაციო პროგრამაში სწორად ასახვა;
  • მჭიდრო კოორდინაცია სასტუმროს სხვა დეპარტამენტებთან (HK, F&B, ინჟინერია);
  • საოპერაციო რეპორტების წარმოება და უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია მიღება-განთავსების ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასტუმროს სექტორში);
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (B2/C1) — როგორც ზეპირი, ისე წერითი კომუნიკაციისთვის, რუსული და სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • სასტუმროს საოპერაციო პროგრამების (Opera / Fidelio) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

საჭირო უნარ-ჩვევები:
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ყურადღების გამახვილება;
  • ეფექტური ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობისა და სტრესულ სიტუაციებში სწრაფი რეაგირების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:
  • ყოველთვიურ ფიქსირებულ ანაზღაურებას: 1100 ლარს + ბონუსს გაყიდვებიდან;
  • სტაბილურ სამუშაოსა და პროფესიონალურ, მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • კარიერული და პროფესიული ზრდის მაქსიმალურ ხელშეწყობას.
  • გრაფიკი 2/2-ზე, დილის 9 -დან საღამოს 9 საათამდე.

განაცხადის გამოგზავნის ინსტრუქცია:
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 27.12.2026 – ის ჩათვლით გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: hr@khedihotel.ge
სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: „ადმინისტრატორი“.
ასევე, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ WhatsApp-ის საშუალებით: +995 598 28 99 27 და შეტყობინებაში მიუთითეთ „ადმინისტრატორი“.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენ მიერ რეზიუმეს გამოგზავნით აცხადებთ თანხმობას, რომ შპს „ხედმა“ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. მონაცემები შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის ვადით სხვა შესაფერის ვაკანტურ პოზიციაზე განხილვის მიზნით.
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

Տեղեկություն թափուր պաշտոնի մասին:

Մասնագիտացում/մասնագիտություն:
Հյուրանոց / Ռեստորան / Սննդի մատակարարում Ընդունարանի գործառնություններ
Ոլորտ / Բնագավառ:
Հանգիստ և ճանապարհորդություններ Հյուրընկալություն,Ժամանց, ճանապարհորդություններ և զբոսաշրջություն,Ռեստորան/սրճարան/բար
Մասնագիտական փորձի մակարդակ:
Սկսնակ մակարդակ
Ժամանակացույց:
Լրիվ դրույք
Զբաղվածության աստիճան:
Ժամկետային պայմանագիր
Աշխատանքի վայր:
Աշխատավայրում
Աշխատավարձ:
Ֆիքսված 1100 (+ Բոնուս)
Լրացուցիչ առավելություններ:
Անվճար սնունդ

Գործատուի պահանջ:

Փորձը ցանկալի է:
Մասնագիտացում/մասնագիտություն(Ցանկալի):
Հյուրանոց / Ռեստորան / Սննդի մատակարարում Ընդունարանի գործառնություններ
Ոլորտ / Բնագավառ(Ցանկալի):
Հանգիստ և ճանապարհորդություններ Հյուրընկալություն,Ժամանց, ճանապարհորդություններ և զբոսաշրջություն,Ռեստորան/սրճարան/բար
Մասնագիտական փորձի մակարդակ:
Սկսնակ մակարդակ
Կրթության մակարդակ(ներ):
Անավարտ միջնակարգ կրթություն, Միջնակարգ կրթություն, Բակալավր, Մագիստրոս, Դոկտոր, Քոլեջ, Այլ
Լեզուներ:
Վրացերեն,Անգլերեն
Դիտումներ
Եզակի դիտումներ