Deputy Chief Power Engineer at a Chemical Plant
Тбилиси, Другое
Company
Стандарт ![]()
Информация о заявке
Электронная почта:tamo787@yahoo.com
Полный текст объявления
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
კომპანია აცხადებს ვაკანსიას: მთავარი ენერგეტიკოსის მოადგილე ქიმიურ საწარმოში
უცხოური კომპანიის ადგილობრივი წარმომადგენლობა ეძებს კვალიფიციურ და ენერგიულ ენერგეტიკოსს, ორგანიზაციის ენერგო მეურნეობის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობის დასაკავებლად.
სამსახური უზრუნველყოფს ორგანიზაციის ელექტრო და სხვა ინფრასტრუქტურის უსაფრთხო, უწყვეტ და ეფექტურ ფუნქციონირებას.
ძირითადი მოვალეობები:
- საწარმოს უწყვეტი უზრუნველყოფა ენერგორესურსებით (ელექტროენერგია, წყალი)
- ენერგოსისტემების ტექნიკური მომსახურება (ტრანსფორმატორული ქვესადგური, წყლის დამუშავების სისტემა)
- საწარმოს ელექტროტექნიკური გუნდის მართვა, განვითარება და მოტივირება მთავარ ენერგეტიკოსთან ერთად
- ენერგომოწყობილობების ტექნიკური მომსახურება და შეკეთება
- ახალი დანადგარების მონტაჟსა და ამუშავებაში მონაწილეობა
- კონტრაქტორების საქმიანობის ზედამხედველობა
- პრევენციული ღონისძიებების დანერგვა და მართვა
- საინჟინრო სისტემებთან ინტეგრაცია (სატუმბი და ავტომატიზაციის სისტემები)
- ენერგოეფექტურობის პროექტების ინიცირება, შემუშავება და დანერგვა მოხმარების შემცირებისა და ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით
კანდიდატის პროფილი:
- უმაღლესი განათლება ენერგეტიკის, ელექტროინჟინერიის ან ტექნიკური მიმართულებით
- 6 კვ. ძაბვის გამანაწილებელი მოწყობილობების ექსპლუატაციის ცოდნა
- სატრანსფორმატორო ქვესადგურების (6/0,4 კვ) ექსპლუატაციის ცოდნა და გამოცდილება
- ელექტროგანაწილებისა და სარელეო დაცვის სისტემების ცოდნა
- დიზელ-გენერატორებისა და UPS-ების ექსპლუატაციის ცოდნა
- ენერგოეფექტურობის პროექტების დანერგვის პრაქტიკული გამოცდილება
- წყლის დამუშავების სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
- ტექნიკურ დოკუმენტაციასთან მუშაობის უნარი (სქემები, ნახაზები)
- პერსონალის მართვის გამოცდილება
- კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი
- მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის მართვის ან ექსპლუატაციის სფეროში, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობებზე ყოფნის არანაკლებ 2 წელი
- ქართული ენის თავისუფლად ფლობა; ინგლისური და რუსული ენების ცოდნა B1+ დონეზე
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 40 საათი
- მდებარეობა: თბილისი, საბურთალოს რაიონი
- ანაზღაურება: 3000 - 4500 ლარი (დარიცხვით, კანდიდატის კვალიფიკაციისა და უნარების შესაბამისად)
დამატებითი ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა,
- წლიური საბონუსო სისტემა,
- ავტოსადგომი (პარკინგი),
- Fitpass.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: tamo787@yahoo.com
სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
შენიშვნა: მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე რეზიუმეს გამოგზავნიდან 1 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შენიშვნა: მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე რეზიუმეს გამოგზავნიდან 1 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
Информация о вакантной должности:
- Специализация/специальность:
- Энергетика
Электромонтаж,Другое,Техническая поддержка и обслуживание - Отрасль / сфера:
- Производство
Химические вещества - Уровень должности:
- Старший уровень
- График:
- Полная занятость
- Форма занятости:
- Срочный контракт
- Место работы:
- На рабочем месте
- Зарплата:
- Фиксированный 3000 - 4500
- Дополнительные преимущества:
- Медицинская страховка,Бонусы и поощрения,Фитнес и оздоровительные программы
Требование работодателя:
- Опыт обязателен:
- от 2 до 5 года
- Специализация/специальность(Обязательно):
- Энергетика
Электромонтаж,Другое,Техническая поддержка и обслуживание - Отрасль / сфера(Обязательно):
- Производство
Химические вещества - Уровень должности:
- Старший уровень
- Уровень(и) образования:
- Mагистр, Доктор, Бакалавр
- Языки:
- Грузинский,Английский,Русский