Главная

Полный текст объявления

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
„პაბ ინვესტი“ - საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ მოქმედი ფინანსური ორგანიზაცია გთავაზობთ დასაქმებას. გახდი ჩვენი გუნდის წევრი და მიიღე მრავალპროფილური კვალიფიკაცია, რითაცშეძლებ დაეხმარო ადამიანებს ფინანსური მდგომარეობის რეაბილიტაციაში.
იმუშაო ჩვენთან, ნიშნავს, შეუერთდე საქართველოს ბაზრის ლიდერ კომპანიას, რომელიც 2019 წლიდან ახორციელებს ინვესტიციებს, თანამშრომლობს არაერთ საერთაშორისო ფონდთან და ორგანიზაციასთან.

პაბ ინვესტი აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო სამსახურის თანამშრომლის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება:
ორშაბათიდან- პარასკევის ჩათვლით 09:30-18:30 საათამდე
ანაზღაურება: 1200 ლარი

ძირითადი ფუნქციები:
  • კომპანიაში არსებული ელექტრო-ტექნიკური სისტემებისა და დანადგარების ყოველდღიური შემოწმება და კონტროლი;
  • სხვადასხვა ტექნიკური სამუშაოს შესრულება (სანტექნიკა, სამღებრო სამუშაოები);
  • წვრილმანი ინვენტარის შეკეთება;
  • ხარვეზების დროული აღმოჩენა და პრობლემების ეფექტური აღმოფხვრა;
  • მიღებული ტვირთების დასაწყობება და განაწილების პროცესში მონაწილეობა;
  • ეზოსა და მცენარეების მოვლა-პატრონობა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული ყოველდღიური დავალებებისა და მითითებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია პროფესიული ან უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ამოცდილება სანტექნიკურ და სამღებრო სამუშაოებში;
  • გათბობა-გაგრილების სისტემების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული და სხვა უნარჩვევები:
  • ეფექტური მოლაპარაკებების უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

გთავაზობთ:
  • განვითარებას და კარიერულ წინსვლას;
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;

დაინტერესების შემთხვევაში თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ მოცემულ მოთხოვნებს - გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: hr@pab.ge. Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და რეგიონი.

მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში - „მონაცემები“), რომლებიც ცნობილი გახდა აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში. მონაცემთა დამუშავების მიზანს წარმოადგენს მოცემულ ან/და სხვა ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატის განხილვა.
მონაცემების დამუშავება ხორციელდება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. გაითვალისწინეთ, რომ კომპანიაში CV-ის გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებზე. თანხმობის გაუქმება შესაძლებელია ამავე ელ. ფოსტაზე მომართვით. ასეთ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა აღარ განიხილება მოცემულ ან/და სხვა პოზიციაზე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში იგულისხმება მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, შენახვა და სხვა.

Информация о вакантной должности:

Специализация/специальность:
Администрация / Управление бизнесом Управление экономическими процессами
Отрасль / сфера:
Финансы Финансовые услуги
Уровень должности:
Начальный уровень
График:
Полная занятость
Форма занятости:
Срочный контракт
Место работы:
На рабочем месте
Зарплата:
Фиксированный 1200
Дополнительные преимущества:
Медицинская страховка

Требование работодателя:

Опыт желателен:
Специализация/специальность(Желательно):
Администрация / Управление бизнесом Управление экономическими процессами
Отрасль / сфера(Желательно):
Финансы Финансовые услуги
Уровень должности:
Начальный уровень
Уровень(и) образования:
Cредняя школа, Бакалавр, Колледж
Языки:
Грузинский
Просмотры
Уникальные просмотры