Полный текст объявления
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
DHL-ის საქართველოს წარმომადენლობა, კომპანია შპს“ჯორჯიან ექსპრესი“ აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე თბილისში.
თუ ხარ პასუხისმგებლიანი, მოწესრიგებული, კომუნიკაბელური და გიყვარს დინამიკურ გარემოში მუშაობა — შემოგვიერთდი DHL-ის გუნდში!
რას გთავაზობთ?
- ფიქსირებული ხელფასი — 1,400 ლარი + გამომუშავებაზე დამოკიდებული ბონუსი
- სამსახურებრივი ავტომობილით უზრუნველყოფა
- კომპანიის ავტომობილი დაზღვეულია
- ულიმიტო სასაუბრო პაკეტი სამუშაო მობილურ ნომერზე
- ჯანმრთელობის დაზღვევა
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
- ორშაბათი–პარასკევი: 09:30–18:30
- შაბათი: 10:00–14:00 (მცოცავი)
- სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, კლინიკა „ვივამედის“ მიმდებარე ტერიტორია
ძირითადი მოვალეობები:
- საკურიერო მომსახურების გაწევა ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის;
- ჩამოსული ამანათების დახარისხება;
- მიწოდების მარშრუტის დაგეგმვა;
- ამანათების და დოკუმენტების უსაფრთხოდ მიწოდება;
- ზუსტი ჩანაწერების წარმოება, გზავნილის სტატუსის განახლება;
- კლიენტების კონსულტაცია და დახმარების გაწევა;
- გასაგზავნი დოკუმენტაციისა და ამანათის წამოღება მისამართიდან.
- კომპანიის სტანდარტებისა და მომსახურების ხარისხის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კოლეჯი ან უმაღლესი განათლება;
- სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე გამოცდილება;
- მართვის მოწმობა - B კატეგორია, მექანიკური მართვის. (დამატებითი კატეგორიების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად);
- სატრანსპორტო საშუალების მართვის გამოცდილება, გზებისა და საგზაო მოძრაობის წესების კარგად ცოდნა;
- სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფის აპლიკაციებით სარგებლობის გამოცდილება;
- სასურველია რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია:
- პასუხისმგებლიანობა და პუნქტუალურობა;
- დროის ეფექტურად მართვისა და სამუშაოს დაგეგმვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- მომხმარებელზე და ხარისხიან მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
- სწრაფად სწავლისა და ახალი ინფორმაციის ათვისების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დინამიკურ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: career@dhl.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას DHL-ის საქართველოს წარმომადენლობა კომპანია შპს “ჯორჯიან ექსპრესი“ ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. DHL-ის საქართველოს წარმომადენლობა კომპანია შპს “ჯორჯიან ექსპრესი“-ში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
Информация о вакантной должности:
- Специализация/специальность:
- Логистика / Транспорт
Курьерская служба - Отрасль / сфера:
- Транспорт, логистика и цепочка поставок
Логистика и цепочка поставок,Доставка посылок/грузов,Автомобильные/грузовые/железнодорожные перевозки - Уровень должности:
- Начальный уровень
- График:
- Полная занятость
- Форма занятости:
- Срочный контракт
- Место работы:
- Выездная работа
- Зарплата:
- Фиксированный 1400 (+ Бонус)
- Дополнительные преимущества:
- Медицинская страховка,Корпоративный мобильный номер
Требование работодателя:
- Опыт желателен:
- Специализация/специальность(Желательно):
- Логистика / Транспорт
Курьерская служба - Отрасль / сфера(Желательно):
- Транспорт, логистика и цепочка поставок
Логистика и цепочка поставок,Доставка посылок/грузов,Автомобильные/грузовые/железнодорожные перевозки - Уровень(и) образования:
- Бакалавр, Колледж
- Языки:
- Английский,Русский
- Водительские права:
- B Категория
