Главная
Стандарт 09 нояб. - 08 дек.

Consultant

Тбилиси, Варкетили, Улица Твалчрелидзе
Стандарт
Информация о заявке
Электронная почта:info@melati.ge

Полный текст объявления

This announcement is available only in Georgian language, please see the text below (You can also switch the site language from header language switcher)

MELATI | შემოუერთდი ჩვენს გუნდს

MELATI სამკაულების ბრენდია, რომლის ისტორიაც ბალიზე იწყება და საქართველოში გრძელდება. ბალის კულტურით, ფერებითა და განსაკუთრებული ესთეტიკით შთაგონებული ბრენდი აერთიანებს ინდივიდუალურ სტილსა და დეტალების სიყვარულს.

ჩვენთვის MELATI მხოლოდ სამკაულები არ არის, ეს არის ბრენდი საკუთარი ხასიათითა და ისტორიით, რომლის გაზიარებაც ჩვენს მომხმარებლებთან გვინდა.

ამჟამად ვეძებთ კონსულტანტს East Point-ში მდებარე ჩვენს სტენდზე.

გვინდა, ჩვენს გუნდს შემოუერთდეს ადამიანი, რომელსაც აინტერესებს მოდა, სამკაულები და ბრენდის ესთეტიკა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შენთვის მომხმარებელთან ურთიერთობა მხოლოდ გაყიდვის პროცესი არ იყოს და სურვილი გქონდეს, გახდე MELATI-ს ისტორიის ნაწილი.

რას მოიცავს შენი საქმიანობა?
  • ⁠მომხმარებლებისთვის MELATI-ს სამკაულებისა და ბრენდის ისტორიის გაცნობა;
  • ⁠მომხმარებლების კონსულტაცია და სასურველი სამკაულის შერჩევაში დახმარება;
  • ⁠პროდუქციის შეფუთვა და დეტალებზე ზრუნვა;
  • ⁠სალაროს ოპერაციების შესრულება;
  • ⁠გაყიდვებისა და შეკვეთების სისტემაში აღრიცხვა;
  • ⁠სტენდის მოწესრიგება და პროდუქციის პრეზენტაციაზე ზრუნვა.

ვის ვეძებთ?
ადამიანს, რომელიც:
  • ინტერესდება აქსესუარებითა და დიზაინით;
  • ⁠სიამოვნებს ადამიანებთან კომუნიკაცია;
  • ⁠არის ყურადღებიანი, პუნქტუალური და პასუხისმგებლიანი;
  • ⁠ფლობს ინგლისურ ენას;
  • ⁠სურს, იყოს მზარდი ბრენდის გუნდის ნაწილი.

სამუშაო პირობები
ლოკაცია: East Point, თბილისი
გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი — 10:00–16:00 ან 16:00–22:00
ანაზღაურება: 1000 ₾ (Net) + ბონუსი გაყიდვებიდან

თუ MELATI-ს ესთეტიკა შენთან ახლოსაა და გსურს, ჩვენი გუნდის ნაწილი გახდე, მოხარულები ვიქნებით შენი გაცნობით.
გამოგვიგზავნე CV: info@melati.ge

Информация о вакантной должности:

Специализация/специальность:
Продажи Обслуживание клиентов
Отрасль / сфера:
Розничная торговля Розничная торговля
Уровень должности:
Начальный уровень
График:
Частичная занятость
Форма занятости:
Бессрочный контракт
Место работы:
На рабочем месте
Зарплата:
Фиксированный 1000

Требование работодателя:

Опыт желателен:
Уровень должности:
Средний уровень
Уровень(и) образования:
Другое
Языки:
Английский,Грузинский
Просмотры
Уникальные просмотры