Главная

Полный текст объявления

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

შპს „ეიჩარი“ აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის დასურათების სპეციალისტის პოზიციაზე. დასაქმებულს მოუწევს სხვადასხვა პარტნიორ საცალო ვაჭრობის ობიექტებზე გადაადგილება და პროდუქციის ფოტოების გადაღება და სპეციალურ პლათფორმაზე ატვირთვა საკუთარი მობილური ტელეფონიდან.დაქირავებული მომსახურე პირი სამუშაოს შეასრულებს კომპანია Wolt პარტნიორ სავაჭრო ქსელებში.


გამოცდილება არ არის აუცილებელი მოთხოვნა.

თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია:
  • სამუშაო არ არის სრული განაკვეთი, სამუშაო დატვირთვამ შესაძლოა კვირაში 2 საათიდან 40 საათამდე შეადგინოს.
  • მომსახურების საჭიროების შემთვხვევაში მოხდება სამუშაო ადგილზე გამოძახება.
  • სამუშაოს შესრულებისთვის აუცილებელია საკუთარი სმარტფონი, რომელიც გამართულად მუშაობს და ხარისხიანი ფოტოების გადაღების შესაძლებლობა აქვს.
  • სამუშაოს შესრულება დაგჭირდებათ სხვადასხვა მაღაზიასა და ობიექტზე, შესაბამისად, კანდიდატი უნდა ქონდეს მზაობა გადაადგილებისთვის.
  • სამუშაო გამოცდილება აუცილებელი არ არის.

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:
  • სხვადასხვა მაღაზიასა და ობიექტზე მისვლა;
  • პროდუქციის ბარკოდის სკანირება;
  • პროდუქციის ხარისხიანი და მკაფიო ფოტოების გადაღება;
  • პროდუქციის საჭირო ინფორმაციის ფოტოს საშუალებით დაფიქსირება — მათ შორის პროდუქტის წინა/უკანა მხარის, ინგრედიენტების, ალერგენების, კვებითი ღირებულებისა და წონის/მოცულობის ინფორმაციის გადაღება, როდესაც ეს მოთხოვნილია;
  • გადაღებული მასალის სისტემაში ატვირთვა;
  • მაღაზიაში სამუშაოს დასრულებამდე პროდუქციის შესახებ შეგროვებული ინფორმაციის გადამოწმება.

მოთხოვნები:
  • საკუთარი სმარტფონი გამართულ მდგომარეობაში;
  • ინტერნეტთან წვდომა;
  • სხვადასხვა ობიექტზე გადაადგილების შესაძლებლობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა და ყურადღება დეტალების მიმართ;
  • სამუშაო გამოცდილება არ არის აუცილებელი.

დამატებითი ინფორმაცია:
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი CV გამოგვიგზავნოთ მეილზე: project15@hr.ge

გისურვებთ წარმატებებს!

Информация о вакантной должности:

Специализация/специальность:
Продажи Поддержка ассистента менеджера,Другое,Обслуживание клиентов
Отрасль / сфера:
Транспорт, логистика и цепочка поставок Логистика и цепочка поставок,Доставка посылок/грузов
Уровень должности:
Начальный уровень
График:
Частичная занятость
Форма занятости:
Временная работа
Место работы:
На рабочем месте

Требование работодателя:

Опыт работы:
Опыт не имеет значения — будут рассмотрены кандидаты как без опыта, так и с опытом
Уровень(и) образования:
Бакалавр
Языки:
Грузинский
Просмотры
Уникальные просмотры