Стандарт ![]()
Информация о заявке
Электронная почта:Ornipluss@Gmail.com
Полный текст объявления
This announcement is available only in Georgian language, please see the text below (You can also switch the site language from header language switcher)
“ორნი+” არის ვენტილაცია-კონდიცირების პროექტირების შოურუმი, რომელიც 2014 წლიდან ემსახურება B2B სექტორს ვენტილაცია, კონდიცირების პროექტირების დაგეგმვასა და განხორციელებაში. „ორნი+“ სთავაზობს მომხმარებელს ვენტილაცია-კონდიცირების დანადგარების ფართო არჩევანს.
ჩვენ ვეძებთ კრეატიულ, ორგანიზებულ და პასუხისმგებლიან თანამშრომელს, რომელიც უხელმძღვანელებს და განავითარებს კომპანიის სოციალურ მედიას, იზრუნებს, დანერგავს ბრენდის მყარ ონლაინ პოზიციას და ჩაერთვება ყოველდღიურ საოფისე პროცესებში.
ადგილმდებარეობა: თბილისი, სამტრედიის ქ. 50ბ;
სამუშაო ფორმატი: ჰიბრიდული (საოფისე და დისტანციური მუშაობა, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით);
სამუშაო გრაფიკი: მოქნილი, კანდიდატის საჭიროებებისა და კომპანიის სამუშაო პროცესების გათვალისწინებით;
ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
ძირითადი მოვალეობები
- კომპანიის სოციალური მედიის ანგარიშების (Facebook, Instagram და სხვა პლატფორმები) მართვა;
- სოციალური ქსელებისთვის პოსტების, ვიზუალური მასალისა და სარეკლამო კონტენტის მომზადება და გამოქვეყნება;
- მოკლე ვიდეოების (Reels და facebook Shorts) გადაღება, მონტაჟი და შესაბამის პლატფორმებზე განთავსება;
- სოციალური მედიის სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, გაშვება და მართვა;
- კომპანიის პროდუქტებისა და მომსახურების პოპულარიზაცია ციფრული არხების საშუალებით;
- სოციალური მედიის აქტივობების მონიტორინგი და შედეგების ანალიზი;
- საჭიროების შემთხვევაში, საოფისე დოკუმენტაციის მოწესრიგება, მომზადება და ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერა;
- კომპანიის ყოველდღიურ საოფისე საქმიანობაში საჭიროებისამებრ ჩართულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- სოციალური მედიის პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება;
- Facebook-ისა და Instagram-ის მართვის ცოდნა;
- სარეკლამო ინსტრუმენტებთან (Meta Ads Manager) მუშაობის გამოცდილება ან მათი შესწავლის სურვილი;
- მოკლე ვიდეოების გადაღებისა და მონტაჟის უნარი;
- კრეატიული აზროვნება და ახალი იდეების შეთავაზების უნარი;
- ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- საოფისე პროგრამებთან (Microsoft Word, Excel და სხვა) მუშაობის საბაზისო ცოდნა.
- ინგლისურის კარგად ცოდნა.
- დამატებითი უპირატესობები
- Canva-ს, CapCut-ის ან სხვა დიზაინისა და ვიდეომონტაჟის პროგრამების ცოდნა;
- Google Ads-თან მუშაობის გამოცდილება;
- ფოტო და ვიდეო გადაღების გამოცდილება;
- ქართულ ენაზე კონტენტის მომზადების უნარი;
- მარკეტინგის ან ციფრული კომუნიკაციების მიმართულებით გამოცდილება.
რას გთავაზობთ ჩვენ?
- ჰიბრიდულ სამუშაო გარემოს;
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ პირობებს;
- პროფესიული განვითარებისა და ახალი უნარების შეძენის შესაძლებლობას;
- მეგობრულ და თანამშრომლობაზე ორიენტირებულ გუნდს;
- გამოცდილებისა და შესაძლებლობების შესაბამის ანაზღაურებას.
- გაყიდვების შედეგებზე დაფუძვნებული საბონუსო სისტემას.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) მეილზე: Ornipluss@Gmail.com. და სათაურში მიუთკთეთ ვაკანტური პოზიციის სახელი.
Информация о вакантной должности:
- Специализация/специальность:
- Маркетинг / Связи с общественностью (PR)
Управление маркетингом,Управление социальными сетями - Отрасль / сфера:
- Розничная торговля
Оптовая торговля - Уровень должности:
- Средний уровень
- График:
- Полная занятость
- Форма занятости:
- Срочный контракт
- Место работы:
- На рабочем месте
Требование работодателя:
- Опыт обязателен:
- Специализация/специальность(Обязательно):
- Маркетинг / Связи с общественностью (PR)
Управление маркетингом,Управление социальными сетями - Отрасль / сфера(Обязательно):
- Розничная торговля
Оптовая торговля - Уровень должности:
- Средний уровень
- Уровень(и) образования:
- Cредняя школа, Бакалавр, Mагистр, Доктор, Колледж, Другое
- Языки:
- Английский