Главная

Полный текст объявления

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
სასტუმრო AUROOM BAKURIANI, რომელიც 2018 წლიდან ოპერირებს ბაკურიანში, ეძებს ყურადღებიან, პასუხისმგებლიან და გაწონასწორებულ თანამშრომელს უსაფრთხოების სამსახურის პოზიციაზე.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სასტუმროს უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, არამედ სტუმრებზე ზრუნვა, მათთვის საჭირო დახმარების გაწევა და მეგობრული, კომფორტული ატმოსფეროს შექმნა.
თუ ხართ მშვიდი, დაკვირვებული და კომუნიკაბელური ადამიანი, შეგიძლიათ პასუხისმგებლობით მოეკიდოთ როგორც უსაფრთხოების, ისე სტუმრების დახმარების საკითხებს — შემოგვიერთდით!

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • სასტუმროს ტერიტორიაზე ზოგადი უსაფრთხოების ნორმებისა და წესრიგის დაცვა;
  • სტუმრებისთვის საჭიროებისამებრ დახმარების გაწევა;
  • სტუმრების ბარგის ატანასა და განთავსებაში დახმარება;
  • სასტუმროს ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება და ყურადღების მიქცევა დეტალებისადმი;
  • საჭიროების შემთხვევაში, არაკომფორტული ან კონფლიქტური სიტუაციების მშვიდად და კორექტულად განმუხტვა;
  • უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების დროული შეტყობინება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
  • სასტუმროს თანამშრომლებთან კოორდინირებული და გუნდური მუშაობა;
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება, სამსახურებრივი მოვალეობების ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მშვიდი, გაწონასწორებული და თავშეკავებული ხასიათი;
  • კონფლიქტური სიტუაციების მართვისა და განმუხტვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დაკვირვებულობა და სიტუაციის სწორად შეფასების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • თანამშრომლებთან ზომიერი, კორექტული და ჯანსაღი კომუნიკაცია;
  • სტუმართმოყვარეობისა და მომსახურების კულტურის გააზრება.

შენიშვნა: სასტუმროში კონფლიქტური სიტუაციები იშვიათია. ჩვენთვის პრიორიტეტულია პრევენციაზე, ყურადღებიანობაზე, თავაზიანობასა და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაზე ორიენტირებული თანამშრომელი.

რას გთავაზობთ AUROOM BAKURIANI:
  • მეგობრულ და ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას;
  • სამუშაო პერიოდში განთავსებას;
  • კვებას;
  • შრომის ანაზღაურებას.

სამუშაო ადგილი: ბაკურიანი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ ელფოსტაზე: vacancy@pmg.com.ge
შემოგვიერთდით AUROOM BAKURIANI-ს გუნდში!

Информация о вакантной должности:

Специализация/специальность:
Безопасность / Защита Безопасность объектов
Отрасль / сфера:
Отдых и путешествия Гостеприимство
Уровень должности:
Начальный уровень
График:
Полная занятость
Форма занятости:
Срочный контракт
Место работы:
На рабочем месте

Требование работодателя:

Опыт работы:
Опыт не имеет значения — будут рассмотрены кандидаты как без опыта, так и с опытом
Уровень(и) образования:
Cредняя школа, Бакалавр, Mагистр, Доктор, Неполная средняя школа, Колледж, Другое
Языки:
Грузинский
Просмотры
Уникальные просмотры