Начальный 

Полный текст объявления
This announcement is
available only in Georgian Language, please see the text below (You can also
switch the site Language from header language switcher)
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
არქიში ვეძებთ საერთაშორისო კონტენტის მენეჯერს და მისი ფუნქციები იქნება:
სამუშაო პასუხისმგებლობები
- საერთაშორისო პროექტებისა და მიზნობრივი ბაზრების მიხედვით კონტენტ სტრატეგიისა და კრეატიული მიმართულებების შემუშავება.
- კონტენტ იდეების, კამპანიებისა და კრეატიული კონცეფციების შექმნა.
- სოციალური მედიის კონტენ კალენდრის დაგეგმვა და მართვა.
- ვიდეო კონტენტის იდეების, სცენარებისა და გადაღების ბრიფების მომზადება.
- ვიდეო სააგენტოსთან მუშაობის კოორდინაცია, გადაღებების დაგეგმვა, მასალების მომზადება, უკუკავშირი და საბოლოო პროდუქტის ხარისხის კონტროლი.
- გრაფიკულ დიზაინერთან თანამშრომლობა და ვიზუალური მასალების წარმოების პროცესის მართვა.
- ორგანული და სარეკლამო კონტენტის დაგეგმვა სხვადასხვა ციფრული არხისთვის.
- კონტენტის ადაპტაციის უზრუნველყოფა სხვადასხვა ბაზრის, ენისა და აუდიტორიისთვის.
- საერთაშორისო სოციალური მედიის არხების მართვა და კონტენტის განთავსება.
- გამოქვეყნებული კონტენტის ეფექტიანობის მონიტორინგი და გაუმჯობესების ინიციატივების შეთავაზება.
- გაყიდვებისა და მარკეტინგის გუნდებთან თანამშრომლობა ლიდების გენერაციისა და აუდიტორიის ჩართულობის გასაზრდელად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება მარკეტინგის, კომუნიკაციების ან შესაბამისი მიმართულებით.
- კონტენტ მარკეტინგის, ციფრული მარკეტინგის ან კრეატიული მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
- კონტენტ სტრატეგიისა და სოციალური მედიის მართვის გამოცდილება.
- ვიდეო პროდუქციის პროცესის ცოდნა და სააგენტოებთან ან შემოქმედებით გუნდებთან მუშაობის გამოცდილება.
- Meta-ს პლატფორმებსა და ციფრულ სარეკლამო ფორმატებთან მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.
- სასურველია უძრავი ქონების სფეროში, საერთაშორისო ბრენდებთან ან პრემიუმ სეგმენტში მუშაობის გამოცდილება.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 4 დეკემბრის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
Информация о вакантной должности:
- Специализация/специальность:
- Маркетинг / Связи с общественностью (PR)
Контент-маркетинг - Отрасль / сфера:
- Строительство
Строительство - Уровень должности:
- Средний уровень
- График:
- Полная занятость
- Форма занятости:
- Срочный контракт
- Место работы:
- На рабочем месте
Требование работодателя:
- Опыт обязателен:
- Опыт от 3 года
- Специализация/специальность(Обязательно):
- Маркетинг / Связи с общественностью (PR)
Контент-маркетинг - Отрасль / сфера(Обязательно):
- Строительство
Строительство - Уровень должности:
- Средний уровень
- Уровень(и) образования:
- Бакалавр, Mагистр, Доктор
- Языки:
- Грузинский