Главная

Полный текст объявления

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)


ტურინვესტ ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური სუპერვაიზერის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა:
  • ტექნიკური ჯგუფის სუპერვაიზერი პასუხისმგებელია ობიექტის ყველა საინჟინრო სისტემის უსაფრთხო და უწყვეტ ფუნქციონირებაზე, ტექნიკური რისკების მართვაზე, კომუნალური რესურსების, პერსონალის, კონტრაქტორების, ბიუჯეტისა და ციფრული ტექნიკური სისტემების ეფექტიან მართვაზე. პოზიცია ეფუძნება თანამედროვე Facility Management-ისა და Property Management-ის პრაქტიკას და მოიცავს არა მხოლოდ ტექნიკური სამუშაოების კოორდინაციას, არამედ ობიექტის სრული ტექნიკური ეფექტიანობის უზრუნველყოფას.

ძირითადი მოვალეობები:
  • შენობის ყველა საინჟინრო სისტემის (ელექტროობა, სანტექნიკა, გათბობა-კონდიცირება/HVAC, ვენტილაცია, სახანძრო უსაფრთხოება, ლიფტები, დაბალი დენის სისტემები) ექსპლუატაციის ორგანიზება და კოორდინაცია;
  • ტექნიკური რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა;
  • ელექტროენერგიის, წყლის, ბუნებრივი აირის, გათბობისა და სხვა კომუნალური რესურსების მოხმარების აღრიცხვა;
  • ტექნიკური გუნდის სამუშაოების დაგეგმვა და მოვალეობების განაწილება;
  • ტექნიკური ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა;
  • ყოველკვირეული და ყოველთვიური ტექნიკური ანგარიშების მომზადება;
  • შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ტექნიკური/საინჟინრო უმაღლესი განათლება (ელექტროობა, სანტექნიკა, მექანიკა, მშენებლობა ან მონათესავე მიმართულება);
  • საინჟინრო სისტემების (ელექტროობა, HVAC/VRF, სანტექნიკა, სახანძრო უსაფრთხოება, BMS) ღრმა ტექნიკური ცოდნა;;
  • MS Office პროგრამების ცოდნა ან მუშაობის გამოცდილება;
  • საინჟინრო სისტემების ექსპლუატაციაში მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
  • გუნდის მართვისა და ლიდერული უნარები;

დამატებითი ინფორმაცია:
  • სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
  • სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი, კვირაში 5 სამუშაო დღე (2 დასვენების დღე)
  • ანაზღაურება: 3200 ლარი GROSS

გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • 50%-იანი ფასდაკლება ჰილტონ ბათუმის: Nephele Sky Bar, Tandila Lobby Bar, Eforea Spa;
  • 70%-იანი ფასდაკლება საბაგირო გზაზე „არგო“;
  • ფასდაკლება რესტორან „არგო“-ში;
  • 50%-იან ფასდაკლებას Hampton by Hilton Batumi Center -ში;
  • დასაქმების შემდეგ თანამშრომლის შვილების ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“ ჩარიცხვის შემთხვევაში - 10%-იანი ფასდაკლება;

კომპანიის შესახებ
ტურინვესტ ჯგუფი საქართველოში ოპერირებს 2008 წლიდან და განახორციელა 200 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია. კომპანიის საქმიანობის მიმართულებები მოიცავს მშენებლობასა და უძრავი ქონების მართვას, სასტუმროებისა და რესტორნების ოპერირებას, ტურისტული ატრაქციონებისა და სათამაშო ბიზნესის მართვას, ასევე საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობასა და მათი სტანდარტების შესაბამისად ოპერირებას.
ჯგუფი თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო ბრენდებთან, როგორიცაა Hilton და Hampton by Hilton,
დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი, რაც კომპანიას ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად აქცევს რეგიონში. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა განვითარებას, პროფესიულ წინსვლასა და საერთაშორისო ბრენდული სტანდარტების მიხედვით მუშაობის კულტურის ჩამოყალიბებას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_nuvhv/

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანია ტურინვესტ ჯგუფი მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

Информация о вакантной должности:

Специализация/специальность:
Строительство Технический надзор
Отрасль / сфера:
Отдых и путешествия Гостеприимство,Досуг, путешествия и туризм
Уровень должности:
Средний уровень
График:
Полная занятость
Форма занятости:
Срочный контракт
Место работы:
На рабочем месте
Зарплата:
Фиксированный 3200

Требование работодателя:

Опыт обязателен:
от 2 до 3 года
Специализация/специальность(Обязательно):
Строительство Технический надзор
Отрасль / сфера(Обязательно):
Отдых и путешествия Гостеприимство,Досуг, путешествия и туризм
Уровень(и) образования:
Mагистр, Бакалавр, Доктор
Языки:
Грузинский
Просмотры
Уникальные просмотры