Информация о заявке
Электронная почта:vacancy@tsu.ge
Полный текст объявления
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ბიბლიოთეკის შოთა რუსთაველის სახელობის ცენტრალური სამკითხველო დარბაზის უფროსი ბიბლიოთეკარის (უფროსი სპეციალისტის) შტატგარეშე პოზიციაზე კანდიდატის შესარჩევად.
ბიბლიოთეკის შოთა რუსთაველის სახელობის ცენტრალური სამკითხველო დარბაზის უფროსი ბიბლიოთეკარის (უფროსი სპეციალისტის) შტატგარეშე პოზიციაზე ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1130 (ათს ას ოცდაათი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო
გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით), სამუშაო საათები-09:00 სთ-დან 18:00ს მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.
აპლიკანტს მოეთხოვება:
- ბაკალავრის აკადემიური ხარისხი /პროფესიული განათლება;
- უნივერსიტეტში მოქმედი რეგულაციების ცოდნა პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე:
- საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“; საქართველოს კანონი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“; საქართველოს კანონი საბიბლიოთეკო საქმის შესახებ, უნივერსიტეტის წესდება, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დებულება;
აპლიკანტს უნდა ჰქონდეს:
- კომპიუტერული უნარები;
- გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის შოთა რუსთაველის სახელობის ცენტრალური სამკითხველო დარბაზის უფროსი ბიბლიოთეკარის (უფროსი სპეციალისტის) პოზიციაზე
დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შესრულება:
- საბიბლიოთეკო დოკუმენტების შესწავლა და დამუშავება;
- საბიბლიოთეკო დოკუმენტების შეყვანა ელექტრონულ კატალოგში; შეზღუდული შესაძლებლობის პირების მომსახურება.
- დარბაზში სტუმრების მიღება და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ღირსშესანიშნაობების გაცნობა;
- მკითხველთა რეგისტრაცია სპეციალური პროგრამის მეშვეობით;
- მკითხველთა კონსულტირება და დახმარება ელექტრონული კატალოგის და სხვადასხვა საბიბლიოთეკო რესურსის გამოყენების შესახებ.
კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
- განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
- CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
- განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუნენტის ასლები;
- პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
- პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან/ ცნობა სამსახურიდან და სხვ.);
- კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ’;
კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდბა სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად საბუთების გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის
გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2026 წლის 26 ნოემბრიდან 2026 წლის 3 დეკემბრის ჩათვლით 15:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის შოთა რუსთაველის სახელობის ცენტრალური სამკითხველო დარბაზის უფროსი ბიბლიოთეკარი (უფროსი სპეციალისტი)“
Информация о вакантной должности:
- Специализация/специальность:
- Администрация / Управление бизнесом
Библиотека - Отрасль / сфера:
- Образование
Высшее образование - Уровень должности:
- Начальный уровень
- График:
- Полная занятость
- Форма занятости:
- Срочный контракт
- Место работы:
- На рабочем месте
- Зарплата:
- Фиксированный 1130
Требование работодателя:
- Опыт работы:
- Опыт не имеет значения — будут рассмотрены кандидаты как без опыта, так и с опытом
- Уровень(и) образования:
- Бакалавр
- Языки:
- Грузинский