Главная

Полный текст объявления

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

თიბისი დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - მცირე და საშუალო სეგმენტის გაყიდვების მენეჯერი (ბათუმი),

მცირე და საშუალო სეგმენტის გაყიდვების მენეჯერი (ბათუმი)ყველა მიმდინარე ვაკანსია
თუ მზად ხარ სიახლეებისა და ვარსკვლავებთან თამაშისთვის, ამასთანავე, გსურს გახდე ყველაზე ციფრული სადაზღვევო კომპანიის წევრი, ვფიქრობთ, მცირე და საშუალო სეგმენტის გაყიდვების მენეჯერის ვაკანსია დაგაინტერესებს.

თუ გინდა, გაიგო მეტი ჩვენს გუნდზე, სამუშაო გარემოსა და იმ ბენეფიტებზე, რომლებსაც თანამშრომლებს ვთავაზობთ, ეწვიე ბმულს: https://www.tbci.ge/careers

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ჰაიდარ აბაშიძის ქ. #19
განაკვეთი: ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00 - 19:00 სთ; პარასკევი - 10:00 - 17:00 სთ;
შრომის ანაზღაურება: ხელფასი + ბონუსი

შენი, როგორც მცირე და საშუალო სეგმენტის გაყიდვების მენეჯერის მთავარი ფუნქციები იქნება:
  • პოტენციური მცირე და საშუალო ბიზნესისთვის (არა სამედიცინო) სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება;
  • მომხმარებლის საჭიორების მიხედვით სადაზღვევო პროდუქტების დამუშავება და მათთან მოლაპარაკება;
  • მცირე და საშუალო ბიზნესის პორტფელების მართვა;
  • მომხმარებლების იდენტიფიკაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის მოძიება - AML პროცესის დასრულება;
  • სხვადასხვა განყოფილებასთან მჭიდრო თანამშრომლობა.

გამოგვეხმაურე, თუ:
  • გაქვს უმაღლესი განათლება ან ხარ დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • გაქვს გაყიდვებში მუშაობის მცირედი გამოცდილება;
  • გაქვს მომხმარებელთან მოლაპარაკების წარმოების გამოცდილება;
  • იცი საოფისე პროგრამები;
  • იცი ინგლისური ენა (B2).

ვეძებთ ჩვენიანს:
  • პასუხისმგებლიანს;
  • დეტალებზე ორიენტირებულს;
  • ორგანიზებულს;
  • განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულს;
  • საქმეზე კონცენტრირებულს;

დაგახვედრებთ:
  • საინტერესო საქმეს;
  • მრავალფეროვნებას;
  • სუპერ გუნდს და სუპერ გარემოს;

სს „თიბისი დაზღვევა“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/Avq67inc

Информация о вакантной должности:

Специализация/специальность:
Продажи Управление продажами
Отрасль / сфера:
Финансы Страхование
Уровень должности:
Средний уровень
График:
Полная занятость
Форма занятости:
Срочный контракт
Место работы:
На рабочем месте

Требование работодателя:

Опыт обязателен:
Специализация/специальность(Обязательно):
Продажи Управление продажами
Отрасль / сфера(Обязательно):
Финансы Страхование
Уровень должности:
Средний уровень
Уровень(и) образования:
Бакалавр, Mагистр, Доктор
Подходит для студентов:
Да
Языки:
Английский
Просмотры
Уникальные просмотры