სოციალური პროექტების მომსახურების სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი პსპ ფარმა
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
სამედიცინო: სხვა (სამედიცინო)
შპს “პსპ ფარმა“ აცხადებს სოციალური პროექტების მომსახურების სპეციალისტის ვაკანსიას

ფუნქცია-მოვალეობები:
  • აფთიაქებიდან მიღებული დოკუმენტაციის გადარჩევა და დახარისხება;
  • აღნიშნული დოკუმენტაციის დროული აღრიცხვა, მონაცემების სისწორის კონტროლი, ანალიზი და დამუშავება;
  • ორგანიზაციების ბარათების ყოველდღიური კონტროლი;
  • ორგანიზაციების დებიტორული დავალიანებების კონტროლი/ანალიზი და პრობლემურ დებიტორებთან კომუნიკაცია დავალიანების დროულად აღმოფხვრის მიზნით;
  • დოკუმენტაციის სწრაფად და ხარისხიანად მომზადება პარტნიორ ორგანიზაციებში წარსადგენად;
  • ყოველდღიური სატელეფონო კომუნიკაცია აფთიაქების მენეჯერებთან;
  • კომუნიკაცია პარტნიორ ორგანიზაციებთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკის მიმართულებით)
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Excel)
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

პიროვნული უნარები:
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • შედეგებზე ორიენტირებულობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი;

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: hr@psp.ge
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 19 აპრილი, 2024 წელი