„ ACCOR -ის ჯგუფის წევრი სასტუმრო Swissotel Tbilisi აცხადებს ვაკანსიას მასაჟისტის პოზიციაზე.
ACCOR არის ფრანგული საერთაშორისო ჯგუფი, რომელიც აერთიანებს 40-ზე მეტ სასტუმრო ბრენდს. ჩვენ ვართ ლიდერები მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მისწრაფება - სტუმართმოყვარეობა. ACCOR ჯგუფი მოიცავს 5400-ზე მეტ სასტუმროს, მსოფლიოს 110 ქვეყანაში.
ფუნქცია-მოვალეობები:
- სხეულის სარელაქსაციო და სპორტული მასაჟების გაკეთება;
- სახის სხვადასხვა პროცედურების გაკეთება;
- პროცედურების დროს გამოყენებული ინვენტარის, პროდუქციის და სივრცის მოწესრიგება;
- სტუმრების კონსულტაცია პროდუქციისა და პროცედურების შესახებ;
- ინვენტარის კონტროლი;
- ჰიგიენის ნორმების დაცვა და სასტუმროს მიერ დადგენილი სტანდარტებით მუშაობა;
- პროცედურებისთვის განკუთვნილ კოსმეტიკი და სპა მენიუს სრულყოფილი ცოდნა;
- სპა პროდუქციის ნაშთებზე პასუხისმგებლობა;
- სასტუმროს სპა სივრცეში ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა;
ძირითადი მოთხოვნები:
- ქართული ენის სრულყოფილად ფლობა (ინგლისური ან სხვა ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- უნდა ფლობდეს კომუნიკაციის კარგ უნარებს, იყოს პუნქტუალური, მოწესრიგებული, თავაზიანი და მეგობრული, როგორც სტუმრების, ასევე - კოლეგების მიმართ;
- უნდა ჰქონდეს ექსტრემალურ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- მაღალი დატვირთულობის დროს შეინარჩუნოს სიმშვიდე და ადაპტირდეს მოთხოვნის შესაბამისად.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: h9417-hr@accor.com
სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს. (მასაჟისტი)“Swissotel Tbilisi „გისურვებთ წარმატებას!